მსოფლიოსაზოგადოება

92 წლის მედიამაგნატი მეხუთედ ქორწინდება – მისი რჩეული ბერძენი მი­ლი­არ­დერის სიდედრია

ამერიკელი მედიამაგნატის, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მეწარმის, 92 წლის რუპერტ მერდოკის და ბერძენი მილიარდელის სიდედრის ქორწილი მიმდინარე წლის ივნისშია დაგეგმილი. ელენა ჟუკოვა მილიარდერის მეხუთე ცოლი გახდება.

მედიამაგნატის რჩეული 67 წლისაა. ის პროფესიით მიკრობიოლოგია, ამჟამად პენსიონერია. მოსკოველი  ელენა ჟუკოვა ქალიშვილთან ერთად  შეერთებულ შტატებში 90-იან წლებში წავიდა ემიგრაციაში.

ის რუსი ოლიგარქის და მაფიის ბოსის, ალექსანდრ ჟუკოვის ყოფილი ცოლია, რომელსაც წლების წინ დაშორდა. დედის მსგავსად, მისი ქალიშვილიც ქმრებად მილიარდერებს ირჩევს – დაშა ჟუკოვა 2008-2017 წლებში რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის მეუღლე იყო, ამჟამად კი ის დაქორწინებულია ბერძენ სტავროს ნიარხოსზე, გემთმფლობელთა დინასტიის მემკვიდრეზე.

The New York Times-ის ცნობით, მერდოკის და ჟუკოვას წყვილმა ურთიერთობა გასულ ზაფხულს დაიწყო, ქორწილი კი ივნისში იგეგმება. მოსაწვევები უკვე გაიგზავნა და საქორწილო ცერემონია მერდოკის კალიფორნიის ცნობილ მამულში – Moraga Vineyards-ში გაიმართება.

მერ­დო­კის ექსმე­უღ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ ავ­სტრა­ლი­ე­ლი ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი პატ­რი­ცია ბუ­კე­რი, შოტ­ლან­დი­ე­ლი წარ­მო­შო­ბის ჟურ­ნა­ლის­ტი ანა მანი, ჩი­ნე­ლი მე­წარ­მე ვენ­დი დენ­გი და ამე­რი­კე­ლი სუპერმო­დე­ლი და მსახიობი ჯერი ჰოლი, რომელსაც მერდოკი 2022 წელს დაშორდა.

მერდოკი, აგრეთვე, დანიშნული იყო პოლიციის ყოფილ კაპელანსა და ვენახის მფლობელ ენ ლეს­ლი სმიტ­ზე, ქორწილი 2023 წელს იყო დაგეგმილი, მაგრამ არ შედგა. ჟუ­კო­ვას გაც­ნო­ბის შემ­დეგ მილიარდერმა ეს ნიშნობა გააუქმა.

მერდოკის ნაცნობების თქმით, ის ადვილად ექცევა ქალების გავლენის ქვეშ,  თავად მედიამაგნატი კი ამბობს, რომ ყოველთვის ოცნებობდა, პლეიბოი ყოფილიყო.

მერდოკის საინვესტიციო ტრასტი Fox News-სა და The Wall Street Journal-ს ფლობს. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება 19 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. იგი 28-ე ადგილზეა ყველაზე მდიდარი ამერიკელების სიაში, გლობალურ რეიტინგში კი 68-ე ადგილი უკავია.

მანანა ბანძელაძე

დაკავშირებულ თემაზე: რომან აბრამოვიჩის ყოფილი ცოლი ბერძენი მილიარდერის ვაჟისგან შვილს ელოდება

რომან აბრამოვიჩის ყოფილი ცოლი ბერძენი მილიარდერის ვაჟისგან შვილს ელოდება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close