მსოფლიოეკონომიკა

ევროკავშირის რომელ ქვეყნებშია ინფლაცია ყველაზე მაღალი?

ინფლაცია ევროკავშირში, 2022 წლის ოქტომბრის 11.5%-იანი პიკის შემდეგ, ეტაპობრივად იკლებს. ორგანიზაციის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში ევროკავშირში წლიურმა ინფლაციამ 3.1% შეადგინა – ნაკლები დეკემბერში დაფიქსირებულ 3.4%-თან შედარებით. აღნიშნული მაჩვენებელი ერთი წლის წინ 10.0%-ს უტოლდებოდა.

ამავდროულად კი, ევროზონაში წლიურმა ინფლაციამ 2024 წლის იანვარში 2.8% შეადგინა, მაშინ როდესაც დეკემბერში 2.9%-ს, ხოლო 2023 წლის იანვარში 8.6%-ს უდრიდა. ინფლაციის ვარდნა მიუთითებს, რომ სამომხმარებლო ფასები, ადრინდელთან შედარებით, უფრო ნელა იზრდება, თუმცა მატებას მაინც განაგრძობს. დეფლაციისას პროდუქცია იაფდება, მაგალითად, იანვარში ენერგორესურსების ფასები ევროკავშირში გასულ წელთან შედარებით დაბალი იყო.

პირველ მარტს გამოქვეყნებული ევროსტატის წინასწარი შეფასებით, თებერვალში ევროზონაში ინფლაცია იანვრის 2.8%-იდან 2.6%-მდე დაეცა. თუმცა მონაცემები კვლავ აღემატება ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) დადგენილ ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელს – 2%-ს. ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული მაჩვენებლით (HICP) იზომება, ევროპის მასშტაბით უმეტესად განსხვავებულია. განსხვავებულობის მიუხედავად იანვარში წლიური მონაცემების შედარებისას ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში დეფლაცია არ დაფიქსირებულა.

2024 წლის იანვრის მონაცემებით, წლიური ინფლაცია ყველაზე მაღალი შემდეგ ათ ქვეყანაში იყო:

  1. რუმინეთი – 7.3%
  2. ესტონეთი – 5%
  3. ხორვატია – 4.8%
  4. პოლონეთი – 4.5%
  5. სლოვაკეთი – 4.4%
  6. ავსტრია – 4.3%
  7. ბულგარეთი – 4%
  8. მალტა – 3.7%
  9. უნგრეთი – 3.7%
  10. ესპანეთი – 3.5%

გააგრძელე კითხვა აქ: https://forbes.ge/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close