მსოფლიოტექნოლოგიებიეკონომიკა

პარიზში ველოტაქსის ახალი სერვისი ამოქმედდა

პარიზში ტაქსის ახალი სერვისი ამოქმედდა – საფრანგეთის დედაქალაქში კომპანია Heetch Bike-ის ველოტაქსები გამოჩნდა.

კომპანია მგზავრებს ჰპირდება, რომ სპეციალური მისაბმელი კაბინის მქონე ელექტროველოსიპედების „მძღოლები“ მათ პარიზის ქუჩებში „უბერის“ ტაქსიზე 40%-ით უფრო სწრაფად და 20%-ით უფრო იაფად ამოგზაურებენ.

Heetch Bike-ი ირწმუნება, რომ ველოტაქსით მგზავრებს შეუძლიათ უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდნენ. კაბინას აქვს შუშის ფანჯრები, შუშისვე სახურავი და სავარძლების გათბობის სისტემა, შესაბამისად, ველოტაქსით მგზავრობა ცუდ ამინდშიც იქნება შესაძლებელი.

კომპანია Heetch Bike-მა გადაწყვიტა, ფსონი დაედო საფრანგეთის დედაქალაქში ველოსიპედით მგზავრობის მზარდ პოპულარობაზე და ტაქსის ახალი სერვისი შემოიტანა. ველოტაქსი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეიფელის კოშკის რაიონში დიდი საფეხმავლო ზონა შეიქმნება. ამ ინიციატივით პარიზის მერი ან იდალგო 2018 წელს გამოვიდა, თუმცა მაშინ ხელისუფლებამ მის იდეას მხარი აქტიურად არ დაუჭირა, რადგან შეეშინდათ, რომ ტროკადეროს რაიონში ქუჩების დაკეტვის გამო ბევრგან საცობები შეიქმნებოდა. მას შემდეგ გეგმა დაამუშავეს და იდალგოს იდეამაც განვითარება პოვა, ასე რომ, ეიფელის კოშკის რაიონში დიდი საფეხმავლო ზონა შესაძლოა უკვე წელს შეიქმნას, თუმცა, დიდი ალბათობით, პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ.

ჯერჯერობით ველოტაქსები მხოლოდ გამოსასვლელ დღეებში იმუშავებს. თუ ტესტირება წარმატებით ჩაივლის, ტაქსის ახალი სერვისი უკვე 24-საათიან ყოველდღიურ გრაფიკზე გადავა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close