ქართველები უცხოეთშიიტალიაკრიმინალი
იტალიაში ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
იტალიაში ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ქართველები რეჯო-დი-კალაბრიაში მდებარე ერთ-ერთ ბინაში აიყვანეს. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, რომლებმაც დაკეტილი ბინიდან საეჭვო ხმაური გაიგეს.
ქურდობის მცდელობის გარდა, დაკავებულებს ბრალად ედებათ სხვისი ქონების დაზიანება და იარაღის უკანონო ფლობა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ერთ-ერთი დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა.
imedinews.ge
კომენტარები