ტექნოლოგიებიკრიმინალი

ყურადღება: არ გაებათ თაღლითების ახალ მახეში! – რა უნდა გავითვალისწინოთ

საქართველოში გაჩნდა კიბერთაღლითობის ახალი სქემა – ადამიანებს დასაქმებას ან ინვესტიციიდან დიდ ამონაგებს სთავაზობენ. მომხმარებელი აპლიკაციის გადმოწერით, ფაქტობრივად, თავის მოწყობილობა თაღლითებისთვის ხელმისაწვდომს ხდის, რის შემდეგაც თაღლითებს უკვე შეუძლიათ მისი ბარათიდან თანხის გადარიცხვა ან სესხის აღება.

„სხვადასხვა სოციალურ ქსელში გვხვდება რეკლამები, სადაც მცირე ინვესტიციით დიდ ამონაგებს გვპირდებიან, ან დასაქმებას გვთავაზობენ. ასევე, უკავშირდებიან მომხმარებლებს სოციალური ქსელით, სხვადასხვა აპლიკაციით (Whatsapp, Viber), ცდილობენ დაარწმუნონ, რომ განახორციელოს ინვესტიცია, ივაჭროს სხვადასხვა აქციებით ან აქტივებით, ამისთვის ურჩევენ აპლიკაციის დაყენებას. მას შემდეგ, რაც თავად მომხმარებელი ვერ შეასრულებს რამეს დისტანციურად, სთავაზობენ „ენიდესკის“ ან სხვა მსგავსი აპლიკაციის დაყენებას, რომლის საშუალებითაც თითქოს უნდა დაეხმარონ. მომხმარებელი იწერს აპლიკაციას, რის შედეგადაც, ფაქტობრივად, თაღლითს აძლევს მის მოწყობილობაზე წვდომას. იყო შემთხვევები, როდესაც მომხმარებლები დაგვიკავშირდნენ და მოგვიყვნენ, რომ უყურებდნენ, მათსავე მოწყობილობაში როგორ იაქტიურებდა კიბერთაღლითი სესხს ან რიცხავდა თანხას. არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს არწმუნებენ, რომ გადარიცხვას თვითონვე აკეთებენ და შემდეგ, როცა ვერ იღებენ ამონაგებს, მერე ხვდებიან, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც აშანტაჟებდნენ და ისე არიცხვინებდნენ თანხას.

რჩევები:

⭕ არ გადმოწეროთ აპლიკაციები სხვისი დავალებით, მით უმეტეს ისეთი აპლიკაციები, რომელიც საშუალებას აძლევს თაღლითს, შემოვიდეს თქვენს მოწყობილობაში.
⭕ არ მისცეთ წვდომა თქვენს მოწყობილობაზე არავის.
⭕ დიდ კომპანიებში დასაქმების დაპირების შემთხვევაში აუცილებლად გადაამოწმეთ, რამდენად რეალურია შემოთავაზება“, – წერია ფეისბუქგვერდზე „საზოგადოება და ბანკები“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close