იტალიასპორტი

ჩოგბურთის იტალიელი ვარსკვლავი მატეო ბერეტინი დაშორდა შეყვარებულს, რომელმაც ხშირი სექსით არაერთი ფეხბურთელი „მოინელა“

ჩოგბურთის იტალიელმა ვარსკვლავმა მატეო ბერეტინიმ დაადასტურა, რომ ერთწლიანი მშვენიერი და ინტენსიური ურთიერთობის შემდეგ თავის შეყვარებულს, მელისა სატას დაშორდა.  

უიმბლდონის ყოფილმა ფინალისტის, 27 წლის მატეო ბერეტინის ურთიერთობა 38 წლის მელისა სატასთან, რომელმაც ერთხელ აღიარა, რომ სექსი „კვირაში 7-10-ჯერ“ აქვს, გასული წლის იანვარში დაიწყო და, როგორც ბერეტინი ამბობს, ერთ წელიწადში დასრულდა.

„მე და მელისა სატა ერთად აღარ ვართ. შემიძლია ვთქვა, რომ მშვენიერი, ინტენსიური ურთიერთობა გვქონდა და ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ“, – განაცხადა ბერეტინიმ და დასძინა:

„ამაზე მეტს არ ვიტყვი, არ მიყვარს ჩემი პირადი ცხოვრების დეტალების გაზიარება. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა“.

სატას სპორტის ვარსკვლავებთან ურთიერთობის დიდი ისტორია აქვს. იგი ხუთი წლის განმავლობაში იყო  იტალიის ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ყოფილ თავდამსხმელთან კრისტიან ვიერისთან, მაგრამ მისმა სავარაუდო ღალატმა მათი ურთიერთობა დაასრულა.

მათი დაშორებიდან შვიდი თვის შემდეგ მელისა 43 წლის იტალიელ ბიზნესმენზე ჯანლუკა ვაკიზე დაინიშნა.

2011 წელს მელისა სატა კობი ბრაიანტთან ერთად სასტუმროს გარეთ დააფიქსირეს. ამის გამო NBA-ს ლეგენდის მეუღლეს კობისთან განქორწინება სურდა, თუმცა მოგვიანებით ქმარს შეურიგდა.

მელისა სატა ასევე ხვდებოდა „ასტონ ვილას“ ყოფილ თავდამსხმელ ჯონ კერიუს, მოგვიანებით კი კევინ-პრინს ბოატენგს – „ტოტენჰემის“, „პორტსმუთის“, „მილანის“, „ბარსელონას“ და სხვა კლუბების ყოფილ მოთამაშეს. მასთან მოდელს შეეძინა ვაჟი, რომელიც ახლა 9 წლისაა.

მელისა გაზეთების სათაურებში მოექცა 2012 წელს, როდესაც მან თქვა: „მიზეზი, რის გამოც ის <ბოატენგი> ხშირად იღებს ტრავმას, არის ის, რომ ჩვენ კვირაში 7-10-ჯერ გვაქვს სექსი“.

ბოატენგი და მელისა ოფიციალურად 2020 წელს განქორწინდნენ.

„ამას არ ველოდი, ეს არ იყო ჩემი არჩევანი, ვცდილობდი ყველაფერი გამეკეთებინა, მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც მე ვიმედოვნებდი“, – ამბობდა მაშინ მელისა.

შარშან მოდელმა ერთ-ერთ გამოცემასთან საუბარში იმ შეურაცხყოფებზე ისაუბრა, რომელსაც მატეო ბერეტინისთან ურთიერთობის გამო აყენებდნენ ტროლები სოციალურ ქსელებში.

თავს მესხმოდნენ ქმართან, „ბარსელონას“ ფეხბურთელთან ხშირი სექსის გამო  და ახლაც იგივე ხდება.  ამბობენ: „ბერეტინი ვერ იგებს, რადგან სატა მას კონტროლს აკარგვინებს, ის ძალიან მომთხოვნია“.

„მე ნორმალური გოგო ვარ და ნორმალური ცხოვრებით ვცხოვრობ, ყურადღების ცენტრში ყოფნის გარეშე. მე რატომ უნდა დამბრალდეს ის სირთულეები, რაც ჩემს პარტნიორს აქვს სამსახურში?“ – ამბობდა გამოცემა Vanity Fair-თან მელისა სატა.

წყარო: ipress.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close