ვიდეოქართველები უცხოეთშისპორტი

მერაბ დვალიშვილმა ზედიზედ მეათედ გაიმარჯვა, თან ბრძოლისას მარკ ცუკერბერგთან გაბაასებაც მოასწრო (ვიდეო)

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე სუპერმსუბუქ წონაში ამერიკელი ჰენრი სეხუდო დაამარცხა. ეს მისთვის ზედიზედ მეათე გამარჯვებაა. მთლიანად კი მერაბს, დღევანდელის ჩათვლით, 17 გამარჯვება აქვს მოპოვებული და მხოლოდ 4-ჯერ დამარცხდა. ბრძოლა ქალაქ ანაჰაიმში (Anaheim) გაიმართა (45 კმ-ის დაშორებით ლოს-ანჯელესიდან, კალიფორნიის შტატი, აშშ).

სუპერმსუბუქი წონის მებრძოლთა დაპირისპირება სამრაუნდიანი იყო. პირველი რაუნდი თანაბარი გამოვიდა. მეორე რაუნდიდან დვალიშვილმა ტემპს მოუმატა, მეტოქე რამდენჯერმე მიწაზეც გადაიყვანა. მესამე რაუნდში ქართველი მებრძოლი კიდევ უფრო გააქტიურდა და ჰენრი სეხუდომ მასთან ვერაფერი გააწყო.

სეხუდო UFC-ის მესამე ყოფილი ჩემპიონია, რომელიც მერაბ დვალიშვილმა დაამარცხა. აქამდე მან ჟოზე ალდოს და  რუს პიტერ იანსაც მოუგო (2023 წლის 11 მარტს).

დვალიშვილს მორიგი ბრძოლა UFC-ში, დიდი ალბათობით, სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ექნება. მან სეხუდოსთან შეხვედრამდე ორიოდე დღით ადრე განაცხადა, რომ ჩემპიონი არასდროს ყოფილა და ძალიან უნდა, ამას მიაღწიოს.

მერაბ დვალიშვილს ჰენრი სეხუდო ოქტაგონზე გადაჰყავს, რათა მარკ ცუკერბერგს გაესაუბროს UFC 298-ზე ისტორიული გამარჯვების დროს“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას talksport.com-ი.

ყოფილმა ჩემპიონმა ორ წონაში, UFC-ს ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა, ჰენრი სეხუდომ ბროლა კარგად დაიწყო და დვალიშვილს უტევდა, მაგრამ მალე დვალიშვილმა იგი რამდენჯერმე ნოკაუტში ჩააგდო, თუმცა იატაკზე ვერ დაიჭირა.

„მეორე რაუნდში სიტუაცია სეხუდოს წინააღმდეგ შეტრიალდა. დვალიშვილმა იგი ფეხებში ძლიერი დარტყმებით შეარყია, შემდეგ კი წარმატებას მიაღწია ბრძოლაში 5-წუთიანი ფრეიმის განმავლობაში, რომლის დროსაც სეხუდო აშკარად ძალიან გამოიფიტა.

‘The Machine’-მა (მერაბის ფსევდონიმია – რედ.) მეორე რაუნდი დაასრულა დახრჩობის მცდელობით პირდაპირ მარკ ცუკერბერგის თვალწინ, რომლის წინაც იგი გაჩერდა, რათა მარკს გასაუბრებოდა შუა ბრძოლის დროს“.

სეხუდომ მძიმე მეორე რაუნდის შემდეგ მესამე რაუნდში ვეღარ შეძლო მწყობრში ჩადგომა.

დვალიშვილი მესამე რაუნდში ისევ დომინირებდა. რაღაც მომენტში მან მოწინააღმდეგე აიყვანა და გამყოფი ბადის გასწვრივ გაატარა, რათა META-ს დამფუძნებელთან საუბარი გაეგრძელებინა.

საბოლოო ჯამში დვალიშვილმა გამარჯვება მოიპოვა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილების შედეგად  და UFC-ს რეკორდიც დაამყარა „თეიქდაუნების“ (takedown – გდება) რაოდენობით.

„დვალიშვილს ახლა იდეალური შესაძლებლობები აქვს, რათა 135 ფუნტის (დაახ. 62 კგ) წონით კატეგორიაში საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლოს მას შემდეგ, რაც შონ ო’მალი 9 მარტს UFC 299-ზე დაუპირისპირდება ერთადერთ კაცს, მარლონ „ჩიტო“ ვერას, რომელსაც მისი დამარცხება შეუძლია“, – წერს გამოცემა.

UFC-ის პრეზიდენტმა უკვე დაადასტურა, რომ მერაბ დვალიშვილის მორიგი ბრძოლა UFC-ში საჩემპიონო ქამრისთვის იქნება.

33 წლის სპორტსმენმა ბრძოლის შემდეგ ჯო როგანისთვის მიცემულ ინტერვიუში მადლობა გადაუხადა მარკ ცუკერბერგს. მან თქვა, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, მარკი მისი გულშემატკივარია და ახლაც მისი ბრძოლის სანახავად მოვიდა. Facebook-ისა და Meta Platforms-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მერაბ დვალიშვილის და ჰენრი სეხუდოს ორთაბრძოლას მეუღლესთან, პრისცილა ჩანთან ერთად დაესწრო.

ნუცა ყაველაშვილი

ამავე თემაზე: მერაბ „მანქანა“ დვალიშვილმა მომავალი მეტოქე (ჰენრი სეხუდო) ქართული გვარის სწორად გამოთქმაში ამეცადინა (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილი, რომელიც ემიგრაციაში შვიდი წელი მშენებლობებზე მუშაობდა, უკვე UFC-ის რეიტინგის სამეულშია (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილი, რომელიც ემიგრაციაში შვიდი წელი მშენებლობებზე მუშაობდა, უკვე UFC-ის რეიტინგის სამეულშია (ვიდეო)

გულმკერდზე „დაქარგული“ საქართველოს დროშით მერაბ დვალიშვილმა რუსი მეტოქე რინგზე დაადუღა – რა თანხა გამოიმუშავა UFC-ს ქართველმა მებრძოლმა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close