ვიდეოსპორტი

გულმკერდზე „დაქარგული“ საქართველოს დროშით მერაბ დვალიშვილმა რუსი მეტოქე რინგზე დაადუღა – რა თანხა გამოიმუშავა UFC-ს ქართველმა მებრძოლმა (ვიდეო)

„პიოტრ იანი ამბობდა, რომ მე ნული ვარ. ვინ არის ახლა ნული?“

12 მარტს ლას ვეგასში (აშშ), UFC 221-ზე მერაბ დვალიშვილი თავის ერთ-ერთ უმთავრეს და პრინციპულ კონკურენტს, დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს, რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა და UFC-ს ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დამაჯერებლად დაამარცხა.

სამივე მსაჯის გადაწყვეტილებით, მერაბმა ხუთივე რაუნდი მოიგო და ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა.

„ეს ბრძოლა ჩემთვის ძალიან პრინციპული იყო – რუსი მოწინააღმდეგე აუცილებლად უნდა დამემარცხებინა. უდიდესი მოტივაცია მქონდა და მიხარია, რომ ეს გავაკეთე. ძალიან ამაყი ვარ. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს. ქართველებს, რომლებიც დარბაზში იყვნენ და აბსოლუტურად ყველას, ვინც მხარს მიჭერდა. ვიცი, რომ დღეს ბევრი უკრაინელი გულშემატკივარიც მყავდა. დიდება უკრაინას, დიდებას საქართველოს, დიდება მშვიდობას. პიოტრ იანი ამბობდა, რომ მე ნული ვარ. ვინ არის ახლა ნული?!“ – თქვა მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის დასრულების შემდეგ.

დვა­ლიშ­ვი­ლის ფა­ნებ­მა კარ­გად იცი­ან მე­რა­ბის ყელ­სა­ბა­მის შე­სა­ხებ – მას ყო­ველ­თვის თან ჰქონდა სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კის ფორ­მის ყელ­სა­ბა­მი, მაგრამ  ბრძოლის დროს აუკრძალეს ყელ­სა­ბა­მის გაკეთება. ქართველმა მებრძოლმა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზას მი­მარ­თა და სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კის ფორ­მის ტატუ გა­ი­კე­თა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by UFC (@ufc)

ამ ბრძოლამდე დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებდა, იანი კი მეორე პოზიციაზე იყო.

რუსი მეტოქის დამარცხების შემდეგ ქართველი სპორტსმენი დივიზიონის მეორე ნომერი გახდა და მას ჩემპიონის ქამარს ერთი ნაბიჯი აშორებს.

Totalsportal-ის ცნობით, მერაბს კონტრაქტის სახით გარანტირებული 250.000$ ჰქონდა, ამას დაემატა მოგების 100.000$ ბონუსი და 10.000$ სპონსორების სახით – ჯამში 360.000$.

MMA-ს ქართველმა ჩემპიონმა ემიგრაციაში შვიდი წელი მშენებლობებზე იმუშავა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close