ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 13-19 მარტი

ეს კვირა საოცრად აქტიური და ნაყოფიერი იქნება. დედამიწა ზამთრის ძილისგან დაიწყებს გაღვიძებას და, ამავდროულად, ადამიანების უმეტესობის აქტივობა საგრძნობლად გაიზრდება. ბევრი თქვენგანი შეწყვეტს თავისუფალი დროის სახლში გატარებას და მეგობრული წვეულებების ხშირი სტუმარი გახდებით. ამავდროულად, შეეცადეთ ჰარმონიულად გაანაწილოთ თქვენი შინაგანი რესურსები დასვენებასა და სამუშაოს შორის. ყველას, ვინც  ახალი რომანის დაწყებაზე ოცნებობს, ამ კვირაში სურვილის ასრულების დიდი შანსი ექნება.

 

ვერძი

ამ კვირაში შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოთ ადამიანებზე, ასე რომ, თქვენს ყოველ ნაბიჯზე დაფიქრდით, რადგან დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება მარტო თქვენ არ დაგაზარალოთ. სამშაბათს შეეცადეთ არ გარისკოთ და გარშემომყოფები არ გააკრიტიკოთ. ოთხშაბათს გამოვლენილ ინიციატივას ხელმძღვანელობა დააფასებს. ამ კვირაში მოგზაურობები წარმატებული იქნება, შეხვედრები და ახალი პროექტები კი თქვენი საქმიანობის სფეროს გააფართოებს. ფრთხილად იყავით ფინანსებთან დაკავშირებით, რადგან არსებობს მცირე ფულადი დანაკარგების ალბათობა. კვირის ბოლოს ახლობლებს პრობლემებით ნუ დატვირთავთ, უფრო მსუბუქად მიუდექით ცხოვრებას.

სასიკეთო დღეები: 14, 16.

არასასიკეთო დღე: 17.

 

კურო

ამ კვირაში კარიერული წინსვლის შესაძლებლობა გექნებათ, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების არ შეგეშინდეთ. სამშაბათს ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება მდგომარეობიდან გამოგიყვანოთ, ამიტომ ეცადეთ გარშემომყოფებთან ნაკლები კომუნიკაცია გქონდეთ, თორემ ნებისმიერს შეიძლება ეჩხუბოთ. ხუთშაბათს კარგი იქნება, ბევრი არ ისაუბროთ – თქვენი გამოსვლებიც და ქმედებებიც მოკლე, მკაფიო და ეფექტური უნდა იყოს. შაბათ-კვირას მშვიდი ცხოვრება ზედმეტად მოსაწყენი მოგეჩვენებათ და შეეცდებით, მხიარულ გარემოში მოხვდეთ. აკონტროლეთ თქვენი ხარჯები, რადგან ამ პერიოდში ფულის არაგონივრულად ხარჯვის რისკი იზრდება.

სასიკეთო დღეები: 13, 18.

არასასიკეთო დღე: 15.

 

ტყუპი

ამ კვირაში განსაკუთრებით ყურადღებიანი იყავით ინფორმაციის მიმართ, რომელიც შეიძლება  გარშემომყოფებთან საუბრებიდან მიიღოთ. რაღაც მომენტში ეს ინფორმაციები  ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. სავარაუდოა კარიერული წინსვლა. ძველი ოცნების ასრულების შანსიც გექნებათ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება კვირის შუა რიცხვებამდე გადადეთ. პირად ცხოვრებაში შეგიძლიათ მეგობრებისა და ნათესავების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ და თქვენგან ისინიც იმავეს მოელიან. ამ შაბათ-კვირას სასიამოვნო მოგზაურობა და საინტერესო შეხვედრები გელით.

სასიკეთო დღეები: 15, 16.

არასასიკეთო დღე: 14.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში კირჩხიბების უმეტესობას პროფესიული თვალსაზრისით საკმაოდ დაძაბული პერიოდი ელის. დიდი ძალისხმევა მოგიწევთ იმისათვის, ვალდებულებები შეასრულოთ და თქვენი საქმიანობა პროდუქტიული გახადოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ფრთხილად იყოთ მოლაპარაკებების, გარიგების დადების ან სამართლებრივი დოკუმენტების ხელმოწერისას. შუა კვირაში შესაძლოა მივლინებაში წასვლა მოგიწიოთ, რომელიც ძალიან კარგ შედეგებს გპირდებათ. შაბათს თქვენს ახლობლებს თქვენი დახმარება დასჭირდებათ. კვირას შეეცადეთ  კარგად დაისვენოთ, მშვიდ გარემოში.

სასიკეთო დღეები: 13, 15.

არასასიკეთო დღე: 14.

 

ლომი

ეს კვირა ხელსაყრელია ახალი იდეების ჩამოყალიბებისთვის, ზოგიერთი მათგანის განხორციელებას აუცილებლად შეძლებთ ცხოვრებაში. ოთხშაბათს უმჯობესი იქნება, მივლინებაში წასვლა სხვა დროისთვის გადადოთ, რადგან შეიძლება სრულიად უსარგებლო აღმოჩნდეს უამრავი გაუგებრობის გამო. თუ დახმარება დაგჭირდებათ რთულ სიტუაციაში, შეგიძლიათ უსაფრთხოდ დაეყრდნოთ თქვენს ნამდვილ მეგობრებს, ისინი თქვენი გულისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ძველი პრობლემები, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განერვიულებთ, სავარაუდოდ, მოგვარდება. შაბათ-კვირას კარგი იქნება, თუ დროს მეგობრებთან ერთად გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 13, 18.

არასასიკეთო დღე: 14.

 

ქალწული

უმრავლესობისთვის ეს კვირა ძალიან საპასუხისმგებლოა, რადგან დიდი ალბათობით მოგიწევთ რთული გადაწყვეტილების მიღება, რამაც შეიძლება თქვენს ცხოვრებაზე გავლენა მოახდინოს. იჩქარეთ მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება, ნუ დაკარგავთ დროს, წინასწარ იფიქრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს.  სამსახურში ნებისმიერი კრიტიკა პოზიტიურად მიიღეთ და თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ. სამშაბათს არასასურველია ადმინისტრაციულ დაწესებულებებში ვიზიტები და სახლიდან შორს ყოფნა, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ, ჩხუბს, კამათს და კონფლიქტს მოერიდეთ. შაბათ-კვირას ჩვეულებრივზე მეტ ადამიანთან მოგიწევთ ურთიერთობა და საინტერესო გეგმების დასახვა.

სასიკეთო დღეები: 13, 19.

არასასიკეთო დღე: 17.

 

სასწორი

ამ კვირაში თქვენი საუკეთესო კომპანიონი საღი აზრი და გონივრული განსჯის უნარი უნდა იყოს. არ მოტყუვდეთ ტკბილი დაპირებებით. პრობლემების გადაჭრის არასტანდარტული მიდგომა უდავოდ დადებით შედეგს მოგიტანთ. დიდი ალბათობით, მოსალოდნელია კარგი ცვლილებები კარიერასთან დაკავშირებით. შუა კვირაში არ უნდა იჩხუბოთ საყვარელ ადამიანებთან მხოლოდ იმიტომ, რომ მათ რაღაც არ შეასრულეს თქვენი გეგმის მრავალი პუნქტიდან. ხუთშაბათს უფრთხილდით ზედმეტ საუბრებს. კვირას შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 14, 18.

არასასიკეთო დღე: 15.

 

მორიელი

ეცადეთ, ამ კვირაში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილოთ ყურადღება, მაშინ მცირე უსიამოვნებები ხელს არ შეუშლის თქვენი დიდი მიზნების განხორციელებას.  არ არის გამორიცხული სასიამოვნო სიურპრიზები, რამაც შეიძლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. მეგობრების დახმარება სასარგებლო გავლენას მოახდენს თქვენს იდეებსა და სამომავლო გეგმებზე. ამ პერიოდში ნუ ისესხებთ ან გაასესხებთ ფულს, რადგან არსებობს მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალის რისკი. შეეცადეთ, შაბათ-კვირას კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 14, 19.

არასასიკეთო დღე: 16.

 

მშვილდოსანი

ამ კვირის პირველი ნახევარი ზღაპრული იქნება. ეცადეთ, უცებ არაფერი შეცვალოთ, რომ ეს იდილია არ დაჩრდილოთ, თუმცა ენერგიული საქმიანობის სურვილი გაწუხებთ და ოთხშაბათს  აქტიურ მუშაობას დაუბრუნდებით. ამის მიუხედავად ეს კვირა პროფესიული თვალსაზრისით ჩვეულებრივ ჩაივლის, რაიმე სიახლე მოსალოდნელი არ არის. კვირის მეორე ნახევარში ყველაზე ხელსაყრელი დღეებია ხუთშაბათი და შაბათი. ფრთხილად იყავით ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობისას, რადგან კვირის ბოლოს თქვენი განწყობის ცვალებადობამ შესაძლოა კონფლიქტამდე მიგიყვანოთ.

სასიკეთო დღეები: 13, 18.

არასასიკეთო დღე: 15.

 

თხის რქა

ეს კვირა სტაბილურობას გპირდებათ როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. ოპტიმიზმი საშუალებას მოგცემთ, ნებისმიერ პრობლემას გაუმკლავდეთ. თითქმის მთელი კვირა, ხუთშაბათის გარდა, თავს მშვიდად და თავდაჯერებულად იგრძნობთ, რაც წარმოშობილი დაბრკოლებების ოსტატურად გადალახვაში დაგეხმარებათ. ოთხშაბათს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ და სასარგებლო კონტაქტების დამყარებას შეძლებთ. შაბათ-კვირას შესაძლებლობა გექნებათ, მთელი ყურადღება ოჯახს დაუთმოთ და სასიამოვნო ხანმოკლე ოჯახური დასვენება მოაწყოთ.

სასიკეთო დღეები: 15, 18.

არასასიკეთო დღე: 14.

 

მერწყული

ასტროლოგები გირჩევენ, ამ კვირაში, თუ აუცილებელი არ არის, ახალი საქმეები არ დაიწყოთ, უმჯობესია თქვენი დრო მიმდინარე რუტინული საკითხების მოგვარებას მოახმაროთ. დავალება აიღეთ მხოლოდ მაშინ, როცა სრულად  დარწმუნებული იქნებით თქვენს წარმატებაში. თქვენ ირგვლივ ფუჭმა აურზაურმა შეიძლება გარკვეული გაღიზიანება გამოიწვიოს, შეეცადეთ, დაისვენოთ და სიამოვნებით იცხოვროთ. დიდად შესაძლებელია, რომ ზოგიერთმა თქვენგანმა ამ პერიოდში ჯილდოები, პრივილეგიები და აღიარება მიიღოს ადრე პატიოსნად და გულიანად შესრულებული საქმეებისთვის. პარასკევს რომანტიკული პაემანი ახალ ნაცნობთან შესანიშნავად ჩაივლის. შაბათ-კვირას შეეცადეთ, მეგობრები მოინახულოთ და დრო მათთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 14, 19.

არასასიკეთო დღე: 13.

 

თევზები

ამ კვირაში მზად უნდა იყოთ საინტერესო წინადადებებისთვის, რომელთა ინტენსივობა მოიმატებს როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. საქმიანი საკითხების გადაჭრისას უფრო მეტად უნდა დაეყრდნოთ ინტუიციას, რადგან, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნაკლებად სავარაუდოა, ლოგიკამ სასურველ შედეგებამდე მიგიყვანოთ. სამშაბათს მივლინებები და მოლაპარაკებები წარმატებული იქნება. ხუთშაბათს არ უნდა ჩაიდინოთ უპასუხისმგებლო ქმედებები და  არ თქვათ ტყუილი. სიმართლე მაინც გაირკვევა.

სასიკეთო დღეები: 15, 19.

არასასიკეთო დღე: 17.

 თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close