იტალიაპოლიტიკასაქართველო

იტალიის მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს

იტალიის პრემიერი ჯორჯა მელონი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.

როგორც ჯორჯა მელონი მისალოც წერილში აღნიშნავს, იტალიასა და საქართველოს შორის პარტნიორობა ეფუძნება იმ საერთო ღირებულებების ერთობლიობას, რომელიც, პირველ რიგში,. აისახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერით.

„იტალიის მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, მინდა, მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა. იტალიასა და საქართველოს შორის პარტნიორობა ეფუძნება იმ საერთო ღირებულებების ერთობლიობას, რომელიც, პირველ რიგში, აისახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერით. ჩვენ გავაგრძელებთ, წინ აღვუდგეთ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო წესრიგის ამ ფუნდამენტურ პრინციპს.

ჩვენი შეხედულებების იდენტურობა ასევე წარმოდგენილია იტალიის მხარდაჭერით საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ, რაც დასტურდება გასული წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ საბოლოოდ აღიარებული წევრობის კანდიდატის სტატუსით, რომლის სასარგებლოდ იტალია მუდმივად მუშაობდა შესაბამის ევროპულ სტრუქტურებში.

ამ საფუძვლებზე დაყრდნობით, მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ, ერთად ვიმუშაოთ იმ მჭიდრო კავშირების გასაღრმავებლად, რომლებიც გვაერთიანებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ დონეზე, ამავდროულად, იტალიური ცოდნის, გამოცდილების გაზიარებით, ამბიციური რეფორმის განსახორციელებლად, სადაც საქართველოს ინსტიტუციები დაკავებულები არიან ევროპულ გზაზე წინსვლით. კიდევ ერთხელ, გულწრფელად გილოცავთ და გამოვხატავ თქვენ მიმართ ჩემს პატივისცემას“, – აღნიშნულია იტალიის პრემიერის მილოცვაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close