პოლონეთიდან დეპორტირებულია საქართველოს 15 მოქალაქე
საქართველოს 15 მოქალაქეს პოლონეთი დაატოვებინეს. ინფორმაციას strazgraniczna.pl ავრცელებს პოლონეთის სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით.
ქართველების საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისთვის სპეციალური ჩარტერული რეისი შესრულდა.
ოპერაცია ევროკავშირის სასაზღვრო უსაფრთხოების სააგენტო Frontex-თან თანამშრომლობით ჩატარდა . საქართველოს მოქალაქეების გარდა განხორციელდა იმ უცხოელების დეპორტაციაც, რომლებიც პოლონეთში გერმანიიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან და ჩეხეთიდან შევიდნენ და არალეგალურად იმყოფებოდნენ.
სასაზღვრო დაცვის უწყებამ საქართველოში დაბრუნების ანალოგიური ოპერაცია 2023 წლის ოქტომბერშიც ჩაატარა. მაშინ საქართველოში 10 მოქალაქე დააბრუნეს.
პოლონეთში ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 2019 წლის შემდეგ ოთხჯერ არის გაზრდილი და 2022 წლის მონაცემებით, 27 000-ს აჭარბებს.
ნანა ძნელაძე
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან – 2023 წლის მონაცემები
კომენტარები