პოლიტიკასაქართველო

პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ირაკლი კობახიძის მეთაურობით ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილ სამთავრობო კაბინეტს ნდობა გამოუცხადა.

ახალ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა ათმა. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 105-მა წევრმა. კვორუმისთვის საკმარისი იყო 76 დეპუტატის რეგისტრაცია.

კენჭისყრამდე დეპუტატებმა ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა მოისმინეს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.

მთავრობის შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრის გარდა კიდევ ერთი ცვლილებაა – ჯუანშერ ბურჭულაძის ნაცვლად თავდაცვის სამინისტროს ირაკლი ჩიქოვანი უხელმძღვანელებს

დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელები საკანონმდებლო ორგანომ უცვლელად დაამტკიცა. კერძოდ:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

საქართველოს იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;

საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;

ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია;

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი;

განათლების მინისტრი – გიორგი ამილახვარი,

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close