ვიდეოსაბერძნეთიშეუცნობელი

შთამბეჭდავი ფენომენი – საბერძნეთის ძველ დედაქალაქში ზღვის ფსკერი „გაშიშვლდა“ (ვიდეო)

ბოლო რამდენიმე დღეა, საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ლამაზი ქალაქი – ნავპლიო შთამბეჭდავი სანახაობის მომსწრეა: მიქცევამ ზღვის ფსკერი „გააშიშვლა“. ამის შესახებ argolikeseidhseis.gr იუწყება.

ზღვის ფსკერის სამყარო, რომელიც თავისი უკიდეგანობითა და ბუნებრივი საოცრებებით გვიზიდავს, ყოველთვის იყო და კვლავაც დარჩება ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და იდუმალ ადგილად ჩვენს პლანეტაზე. როდესაც დროდადრო თავის საიდუმლოებებს გვიჩენს ხოლმე, ბუნება კვლავ და კვლავ გვაოცებს. ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ფენომენი იმ მოვლენებიდან, რომლებიც ზღვას უკავშირდება, არის მიქცევა. მაინც, სად მიწის წყალი? როგორ ქრება ასე მისტიკურად ზღვა?

მოქცევა-მიქცევა – ეს არის მოვლენა, როდესაც ზღვის დონის აწევა ან დაწევა ხდება. ეს მოვლენები დედამიწის ათვლის წერტილის მიმართ მზისა და მთვარის მდებარეობის მუდმივი ცვალებადობის გამო ხდება. მზე და მთვარე ძლიერად „ამაგნიტებენ“ ზღვას თავისი გრავიტაციის გამო, როდესაც მასთან ახლოს არიან. ამასთან, მთვარის მიქცევის წარმომქმნელი ძალები 2,17-ჯერ აღემატება მზისას, ამიტომაც მოქცევაც უმეტესად დედამიწის მიმართ მთვარის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მთვარის მაგნიტური ველი შეუმჩნევლად „იზიდავს“ ზღვას  და ამრიგად წარმოიშობა მოქცევა. მაგრამ როდესაც დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი უფრო შორ მანძილზე იმყოფება (აპოგეაზე), მაშინ მიქცევის ფენომენის მომსწრენი ვხდებით.

მაშინ, როდესაც მოქცევის ძალები ზღვის დონის აწევას და დაწევას იწვევს, ჰიდროდინამიკური ეფექტები, როგორიცაა მოქცევის ტალღები, ზღვაში წყლის გადაადგილებაში თავის როლს ასრულებს. მიქცევის დროს მიქცევის ტალღები სანაპიროდან  წყლის უკუსვლას და ზღვის ბუნებრივი წყალსატევის ცენტრალურ ნაწილში დაგროვებას იწვევს. ამით აიხსნება ის, თუ რატომ მიდის ზღვა ასე შორს მიქცევის დროს.

ყველა ეს ფიზიკური პროცესი ერთმანეთთან ურთიერთქმედებს და ქმნის რთულ კომპლექსურ სისტემას, რომელიც მიქცევას განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესებიდან ბევრი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გასაგები, მკვლევრები აგრძელებენ მიქცევის და გარემოზე მისი ზემოქმედების შესწავლას.

ცნობისათვის: გადმოცემის თანახმად, ნავპლიო დააარსა ნაუპლიოსმა, პოსეიდონისა და ამიმონეს ვაჟმა. სტრაბონის თანახმად კი, ქალაქის სახელწოდება წარმოქმნილია სიტყვებისგან ἀπὸ τοῦ ταῖς ναυσὶ προσπλεῖσθαι და მისი სახელის ეტიმოლოგია მიუთითებს გემებისთვის ადვილად მისადგომ ადგილზე, ანუ მოსახერხებელ ნავმისადგომზე.

ნინო ბაჯელიძე

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close