მსოფლიოსაზოგადოება

კატალონიაში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – წყლის მოხმარებაზე მკაცრი შეზღუდვები დაწესდა

რამდენიმეთვიანი გაფრთხილების შემდეგ კატალონიის მთავრობამ გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობის შედეგად 2 თებერვლიდან ბარსელონასა და მიმდებარე 201 მუნიციპალიტეტში წყლის მოხმარებაზე მკაცრი შეზღუდვები დაწესდა.

მაგალითისთვის, ბარსელონაში მანქანის გარეცხვის ან ბაღის მორწყვისთვის მოქალაქე შესაძლოა €50-ით დაჯარიმდეს, წყლის მოხმარებასთან დაკავშირებულ უფრო სერიოზულ დარღვევებზე კი ჯარიმის ოდენობამ შესაძლოა €3000-საც მიაღწიოს.

ხელისუფლების მიერ შემუშავებული გეგმა, გვალვის გაუარესების მიხედვით, სამ ეტაპადაა დაყოფილი. პირველ ფაზაში ერთ სულზე წყლის დღიური მოხმარება 200 ლიტრამდე შეიზღუდება. მეორე ეტაპზე შეზღუდვა 180 ლიტრამდე იქნება, მესამე ეტაპზე კი 160 ლიტრამდე შემცირდება. სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის ბოლო მონაცემებით, ესპანელები დღეში საშუალოდ 133 ლიტრ წყალს მოიხმარენ.

ცნობისთვის, კატალონიის ხელისუფლებამ წინასწარი საგანგებო მდგომარეობა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც მაღალი ტემპერატურის გამ, წყლის ისედაც დაბალი დონე წყალსაცავებში კიდევ უფრო შემცირდა. საგანგებო მდგომარეობა ჩრდილოეთ კატალონიიდან საფრანგეთის საზღვრამდე არსებულ ტერიტორიაზე გავრცელდება.

კატალონიის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ბარსელონაში და ჟირონის გარშემო სიტუაცია კრიტიკულია. წყლის რეზერვუარებში დონე 16%-ზე დაბალია. რეგიონში სიტუაცია თითქმის 40 თვის განმავლობაში ნალექის სიმცირემ გააუარესა.

forbes.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close