მიგრაციამსოფლიო

საბერძნეთის დედაქალაქის ამერიკელი სეხნიები – აშშ-ში 6 ათენია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრი ადგილია, რომლებსაც სხვა ქვეყნის ქალაქების სახელი ეწოდა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ემიგრანტებმა თავიანთ ახალ საცხოვრებელს ყოფილი სამშობლოს სახელი დაარქვეს. ემიგრანტები ხშირად სახლდებოდნენ საკუთარ თანამემამულეებთან ერთად, აარსებდნენ ახალ დასახლებულ პუნქტებს და მათ თავიანთი წარმოშობის ქალაქის სახელს არქმევდნენ.

აღნიშნულ პროცესში ბერძენი ემიგრანტებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. შედეგად, დღეს აშშ-ში არსებობს სხვადასხვა ზომისა და სტატუსის მქონე 6 დასახლებული პუნქტი, რომლებსაც საბერძნეთის დედაქალაქის სახელი, ათენი ეწოდება.

ექვსივე დასახლებული პუნქტი, სახელად ათენი, აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.

1) ალაბამის შტატში მდებარე ათენი ლაიმსტონის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს და მისი მოსახლეობა 25 ათას კაცს შეადგენს. ქალაქი დაარსდა 1818 წელს. 1974 წლიდან ქალაქში ფუნქციონირებს უნივერსიტეტი, რომელშიც განათლებას დაახლოებით 3 500 სტუდენტი იღებს.

2) ჯორჯიის შტატში არსებული ათენი საკმაოდ დიდი ქალაქია 120 ათასი მოსახლეობით. ქალაქის დაარსება უკავშირდება ჯორჯიის უნივერსიტეტის გახსნას, რის შესახებ გადაწყვეტილება 1785 წელს იქნა მიღებული. უნივერსიტეტმა და ქალაქმა ფუნქციონირება დაიწყო 1801 წელს. დროთა განმავლობაში ჯორჯიის ათენი პატარა დასახლებული პუნქტიდან მნიშვნელოვან ქალაქად გადაიქცა, რაც უნივერსიტეტის დამსახურებაა.

3) ოჰაიოს შტატში მდებარე ათენი მთლიანად საუნივერსიტეტო ქალაქია. ოჰაიოს უნივერსიტეტი წარმოადგენს დიდ საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებას 21 ათასი სტუდენტით. ოჰაიოს ათენში პირველი დასახლება 1797 წელს გაჩნდა. უნივერსიტეტთან ერთად ქალაქი გაიზარდა და დღეს მისი მოსახლეობა 23 ათასს აჭარბებს.

4) ნიუ-იორკის შტატში მდებარე ათენი პატარა დასახლებული პუნქტია დაახლოებით 4 ათასი მცხოვრებლით. დაარსდა 1815 წელს და მდებარეობს შტატის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში.

5) ტექსასში მდებარე ათენი წარმოადგენს პატარა ქალაქს დაახლოებით 13 ათასი მცხოვრებით. მას საბერძნეთის დედაქალაქის სახელი 1856 წელს ეწოდა. ქალაქის მოსახლეობა თვლის, რომ მათი საცხოვრებელი შავთვალა ბარდის (Black Eyed Peas) „მსოფლიო დედაქალაქს” წარმოადგენს.

6) ილინოისის შტატში მდებარე ახალი ათენი საკმაოდ დიდი სოფელია 2 ათასი მოსახლეობით. ახალი ათენი ცნობილია თავისი ლუდსახარშით და თევზაობაში ყოველწლიური ტურნირით.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close