ვიდეოსაზოგადოებასაქართველო

როგორ იპოვეს სამ­შო­ბი­ა­როდან უკანონოდ გაშვილებულმა ტყუპებმა ერთმანეთი TikTok-ზე – ქართველი ანოსა და ემის ამბავზე „ბიბისიმ“ ფილმი გადაიღო (ვიდეო)

ემი ხვი­ტია  და ანო სარ­თა­ნი­ა იმ ათა­სო­ბით ახალ­შო­ბილთა შო­რის იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში სამშობიაროებიდან მო­ი­პა­რეს და გა­ყი­დეს. ბრი­ტა­ნუ­ლმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა – BBC-მ ქარ­თვე­ლი ტყუ­პი დების, ემის და ანოს შე­სა­ხებ სტატია და ფილმი გამოაქვეყნა. 

ამაღელვებელი ისტორიაა, თუ როგორ აღმოაჩინეს დებმა ერთმანეთი TikTok-ზე და როგორ იპოვეს თავიანთი ბიოლოგიური დედა გერმანიაში.

გოგონები 12 წლის იყ­ვნენ, როცა ემიმ ანო პირველად აღ­მო­ა­ჩი­ნა. ემი ხვი­ტია სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ „ნი­ჭი­ერს“ უყუ­რებ­და და შეამჩნია, რომ ერთ-ერთი კონკურსანტი მას ტყუპისცალივით ჰგავდა. მაშინ გოგონა პატარა იყო და ამ ეპიზოდს გაგრძელება არ მოჰყოლია.

იმ დღიდან 7 წლის შემ­დეგ ემიმ TikTok-ზე თა­ვი­სი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ცის­ფე­რი თმა ჰქონ­და და პირსინგის გაკეთებას აპირებდა.

ვი­დეო ანო სარ­თა­ნი­ას მე­გო­ბარ­მა ნახა და გოგონას გა­უგ­ზავ­ნა. ანომ თქვა: „მა­გა­რია, მე მგავს!“ ანო შეეცადა, ეპო­ვა პირ­სინ­გი­ა­ნი გო­გო­ნა, მაგ­რამ უშედეგოდ, ამი­ტომ ვი­დეო  უნი­ვერ­სი­ტე­ტის WhatsApp-ის ჯგუფ­ში გაავრცელა და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა. ემის რომელიღაც ნაცნობმა ვიდეო ნახა და გო­გო­ნე­ბი ერთმანეთთან ფეისბუქით დააკავშირა.

სწორედ მაშინ გაახსენდა ემის „ნიჭიერში“ წლების წინათ ნანახი გოგონა და  მა­შინ­ვე მიხ­ვდა, რომ იგი ანო იყო.

მესინჯერში პირ­ვე­ლი სა­უბ­რი­დან ერთი კვი­რის შემ­დეგ გოგონები ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდნენ. „ეს სარ­კე­ში ჩახედვას ჰგავ­და, ზუს­ტად იგი­ვე სახე, იგი­ვე ხმა, მე ვარ ის და ის არის მე“, – ამ­ბობს ემი. მისი თქმით, იმ წუთიდანვე მიხვდა, რომ ტყუ­პის­ცა­ლი იყო.

გოგონებმა გა­და­წყვი­ტეს, რომ თავიანთი ოჯა­ხე­ბისთვის მოეთხოვათ, სიმართლე გაემხილათ. როგორც აღმოჩნდა, ისინი 2002 წელს იშვილეს რამ­დე­ნი­მე კვი­რის ინ­ტერ­ვა­ლით, თუმცა არც ერთმა და არც მეორე ოჯახმა იცოდა, რომ მათი ნაშვილები გოგონა ტყუ­პის­ცა­ლი იყო. თანხის ოდენობას, რაც მათ ბავშვების შვილობაში გადაიხადეს, ოჯა­ხე­ბი არ ამ­ხე­ლენ. გოგონებს აინ­ტე­რე­სებ­დათ, მათმა ბი­ო­ლო­გი­ურ­მა მშობ­ლებ­მა ისი­ნი მო­გე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით გაყიდეს თუ არა და მათი ძებნა დაიწყეს.

ემიმ იპოვა ფეისბუქჯგუ­ფი „ვე­ძებ“ და თა­ვი­სი ამ­ბის შე­სა­ხებ და­წე­რა. გო­გო­ნებს ახალ­გაზ­რდა ქალი გამოეხმაურა გერმანიიდან და უთხრა, რომ დე­და­მის­მა 2002 წელს კირ­ცხის სამ­შო­ბი­ა­რო­ში ტყუ­პი გო­გო­ნა გააჩინა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უთხრეს, გო­გო­ნე­ბი გარ­და­იც­ვალ­ნენო, ახლა ქალს ეჭვი ეპა­რე­ბო­და ამაში.

დნმ-ის ტეს­ტმა აჩ­ვე­ნა, რომ ახალგაზრდა ქალი, რო­მე­ლიც ტყუპს გა­მო­ეხ­მა­უ­რა, მათი და იყო. იგი დე­დას­თან, აზას­თან ერ­თად გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­ს.

გოგონებს ფსიქოლოგიურად გაუჭირდათ დედასთან შეხვედრის გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ყოყმანისა და ორჭოფობის შემდეგ ეს შეხვედრა მაინც შედგა და მათაც მთავარი გაიგეს – დედას ისინი არ გაუყიდია. აზას თქმით, მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ იგი კო­მა­ში იყო, როცა გა­იღ­ვი­ძა, სა­ა­ვად­მყო­ფოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა უთხრეს, რომ ჩვი­ლე­ბი და­ბა­დე­ბი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვალ­ნენ.

ამავე თემაზე: 

„მესამე დღეს მითხრეს, რომ ჩემი შვილი გარდაიცვალა“ – შსს წლების წინათ ჩვილების სავარაუდო გაყიდვის ფაქტებით ინტერესდება

დაკავშირებულ თემაზე:

BBC-ს 2023 წლის „100 გავლენიანი და შთაგონების მომცემი ქალის“ სიაში ქართველი ჟურნალისტი თამარ მუსერიძეც მოხვდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close