მსოფლიოპოლიტიკა

34 წლის გაბრიელ ატალი – საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა და პირველი ღიად გეი პრემიერ-მინისტრი

საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი 34 წლის გაბრიელ ატალი გახდა. ის ამ პოსტზე ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია.

გაბრიელ ატალი იქნება საფრანგეთის არა მხოლოდ ყველაზე ახალგაზრდა, არამედ პირველი გეი პრემიერ-მინისტრიც, რომელიც საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას საჯაროდ აღიარებს. როგორც მედია წერს, ამ დროისათვის მას ურთიერთობა აქვს პრეზიდენტის პარტიის თავმჯდომარე სტეფან საჟურნესთან.

ატალი თანამდებობაზე პირველად 2018 წელს დაინიშნა, როდესაც 29 წლის იყო. მაშინ მან სახელმწიფო მდივნის პოსტი დაიკავა განათლებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში. 2023 წელს კი ატალი განათლების მინისტრი გახდა.

მაკრონი ცდილობს, ევროპის პარლამენტის არჩევნების წინა პერიოდში პრეზიდენტის პოსტზე თავისი მეორე ვადის მანდატს ახალი სიცოცხლე შთაბეროს.

როგორც ფრანგული მედია აღნიშნავს, თანამდებობებს შეიძლება დაემშვიდობონ: ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მერი, რომლის დაქვემდებარებაშიც მუშაობდა ატალი გასული წლის ივლისამდე; ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანენი, რომელთანაც ატალს არცთუ თბილი ურთიერთობები აქვს, და ტრანსპორტის მინისტრი კლემენტ ბონი, რომელიც არ ეთანხმება დეკემბერში მიღებულ კანონს იმიგრაციის გამკაცრების შესახებ.

BBC-ს შეფასებით, ატალს იმ პრობლემებთან გამკლავება მოუწევს, რომელთა წინაშეც მისი წინამორბედი იდგა. მისთვის ეს პრობლემები იქნება: მემარჯვენე ოპოზიცია, რომლის პოპულარობაც იმატებს და შესაძლოა ივნისში ევროპის პარლამენტის არჩევნები მარტივად მოიგოს;

პრემიერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ელიზაბეტ ბორნმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ბორნის გადადგომა მაკრონმა 8 იანვარს დააკმაყოფილა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close