მსოფლიოპოლიტიკა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის გადადგომას პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, ბორნმა სამაგალითო სამუშაო გასწია და მადლობა გადაუხადა მას ამისთვის.

„თქვენი შრომა ჩვენი ერის სამსახურში ყოველდღიურად სამაგალითო იყო. თქვენ სიმამაცით, ერთგულებითა და მონდომებით განახორციელეთ ჩვენი პროექტი. მთელი გულით მადლობას გიხდით“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

4 იანვარს ფრანგულ მედიაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არსებული მინისტრთა კაბინეტის დათხოვნას, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის გათავისუფლებას აპირებდა.

ბორნის გათავისუფლების შესახებ საუბარი 2023 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის გვერდის ავლით საპენსიო რეფორმა ჩაატარა. გადაწყვეტილებას მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოყვა.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბორნი 2022 წლის მაისში დაინიშნა – მას შემდეგ, რაც მაკრონი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად. იგი საფრანგეთის მეორე ქალი პრემიერი იყო.

მაკრონის ოფისის განცხადებით, ახალი მთავრობის დანიშვნამდე ბორნი ყოველდღიურ საშინაო საქმეების წარმოებას გააგრძელებს.

ნანა ძნელაძე

ამავე თემაზე:

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს გადადგომა სურს, თუმცა ემანუელ მაკრონი არ უშვებს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close