მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

დანიის სანაპიროზე წყალმა ათასობით ფეხსაცმელი გამორიყა

დანიაში, ბლოკჰუსისა და რედჰუსის სანაპიროებზე წყალმა ათასობით ფეხსაცმელი გამორიყა.

ცოტა ხნით ადრე, გერმანიიდან პოლონეთში მიმავალი, კომპანია Maersk-ის კუთვნილი გემი ქარიშხალში მოყვა, წყალმა გემბანიდან 46 კონტეინერი ზღვაში ჩარეცხა. როგორც ჩანს, კონტეინერების უმრავლესობაში ფეხსაცმელი იყო.

ადგილზე მისული სამაშველო სამსახურის თანამშრომლის თქმით, ათასობით ფეხსაცმლის გარდა წყალმა ასევე სამედიცინო აღჭურვილობა და მცირე ზომის ბორბლები გამორიყა.

„სამწუხაროდ, ადგილობრივ მოსახლეობას სანაპიროდან პროდუქცია სახლში მიაქვს. ეს ნივთები Maersk-ის საკუთრებაა, შესაბამისად საქმე ქურდობასთან გვაქვს“. – ამბობს მაშველი.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close