მოდა/სილამაზერჩევები

კოსმეტიკური საპონი შინ თავად დაამზადეთ და სახის კანს მოუარეთ

ნებისმიერმა ქალმა იცის, რომ საპნით სახის ხშირი დაბანა კანს აშრობს და ვნებს. ბოლო პერიოდში სპეციალისტები ინტენსიურად მუშაობენ ისეთი საპნების დასამზადებლად, რომელთა გამოყენებაც სახის კანს პრობლემებს არ შეუქმნის. ძველად სუსტი სქესის წარმომადგენლები თავად ცდილობდნენ საპნის დამზადებას, რომელიც კანის მკვებავის ფუნქციასაც ასრულებდა და მასზე შესანიშნავად მოქმედებდა. თქვენც ცადეთ!

დაგჭირდებათ:

უსუნო საპნის პატარა ნაჭერი (უმჯობესია ბავშვის  – თეთრი ან გამჭვირვალე);

50 გრამი ფუტკრის ცვილი;

ნახევარი ჭიქა (100 მლ) სუფთა თაფლი, უმჯობესია სოჭის, თუ არადა, რომელიც გაქვთ;

ნახევარი ჭიქა არაქისის (ზეითუნის, ნუშის, ატმის – რომელიც გსურთ, თქვენი გემოვნებით) ზეთი;

ანადუღარი თბილი წყალი.

მომზადება:

საპონი წვრილ ნაჭრებად დაჭერით, ან მსხვილ სახეხზე დახეხეთ და ცვილთან ერთად პატარა ჯამში ჩაყარეთ, რომელსაც ორთქლის აბაზანაზე მოათავსებთ. პერიოდულად ურიეთ. როდესაც ორივე კომპონენტი გადნება, ერთმანეთს შეერევა და ერთგვაროვანი გახდება, ორთქლიდან გადმოდგით, ოდნავ შეაგრილეთ და თაფლი, ზეთი და წყალი დაუმატეთ. უნდა იყოს არაჟნის სისქის მასა, სანამ გაცივდება.

მიღებული მასა წინასწარ მომზადებულ ფორმებში ჩაასხით, რომელშიც ცხიმწასმული ფოლგა იქნება ჩაფენილი, ზედაპირზე კი პულვერიზატორით ცოტა სპირტი შეასხით, ბუშტუკები რომ არ წარმოიქმნას. შეგრილების შემდეგ შეგიძლიათ მაცივარშიც შედოთ ან გრილ ადგილას მოათავსოთ. მომზადებული საპონი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სახის, ისე ტანის დასაბანად.

რჩევა: თუ გინდათ, რომ თქვენმა საპონმა შეფერილობა მიიღოს, ბუნებრივი საღებავი გამოიყენეთ – მაგ., ჭარხლის წვენი.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close