ევროკომისია პლატფორმა X-ის, იგივე ტვიტერის, წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს
ევროკავშირში განაცხადეს, რომ პლატოფრმა X, იგივე ტვიტერი ეჭვმიტანილია რიგი წესების დარღვევაში, რომელთა შორისაა არალეგალური კონტენტისა და დეზინფორმაციის გავრცელების დაშვება და ხელშეწყობა.
ევროკავშირის ციფრული ტექნოლოგიების კომისარმა ტიერი ბრეტომა ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი პლატფორმა X -ზე გამოაქვეყნა.
Today we open formal infringement proceedings against @X :
⚠️ Suspected breach of obligations to counter #IllegalContent and #Disinformation
⚠️ Suspected breach of #Transparency obligations
⚠️ Suspected #DeceptiveDesign of user interface#DSA pic.twitter.com/NxKIif603k
— Thierry Breton (@ThierryBreton) December 18, 2023
დოკუმენტის მიხედვით, ევროკომისია მრავალმხრივ გამოძიებას აწარმოებს.
გარდა ზოგადი შემოწმებისა, იკვლევენ X-ის კონტენტის გადამუშავების პრინციპებს ისრაელისა და „ჰამასის“ ომზე ასევე, პლატფორმა X-ის მფლობელის ილონ მასკის მიერ ინიციირებულ ფასიანი ვერიფიკაციის სისტემას, რომელსაც ევროკავშირში „საეჭვოდ შეცდომაში შემყვანს“ უწოდებენ.
გამოძიების ფარგლებში ასევე გამოიკვლევენ X-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ეფექტიანობას დეზინფორმაციასთან ბრძოლაში.
ფაქტჩეკინგის პროგრამა ამჟამად ყოველი ტვიტის ქვემოთ ჩნდება, თუ პოსტი დეზინფორმაციას ან მანიპულაციას შეიცავს და, ამავდროულად, აკეთებს განმარტებას, თუ რა არის სიცრუე.
გამოძიება X-ის წინააღმდეგ, ევროკავშირის ახალი ციფრული მომსახურების შესახებ კანონის დარღვევის ფარგლებში ტარდება. ეს კანონი, რომელიც მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების გავლენას ზღუდავს, ევროპაში მიმდინარე წლის აგვისტოში შევიდა ძალაში. თუ კომისია დაადგენს, რომ X-მა კანონი დაარღვია, კომპანიას ჯარიმა ემუქრება, რომელიც კომპანიის წლიური შემოსავლის 6% იქნება.
ფორმალურად გამოძიება ევროკავშირმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ x-ზე „ჰამასთან“ დაკავშირებული ანგარიშები არსებობს და ამის თავიდან ასაცილებლად პლატფორმა არაფერს აკეთებს.
რამდენიმე თვის განმავლობაში ევროკავშირმა არაერთი გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, არა მხოლოდ X-ის, არამედ სხვა სოციალური პლატფორმების მისამართით, მათ შორის არის ფეისბუქი, ტიკტოკი და იუთუბი.
euronewsgeorgia.com
კომენტარები