მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიკრიმინალი

ცოლქმრული მოვალეობის შესრულებაზე უარის გამო 110 წლის ქმარმა 109 წლის ცოლი მოკლა

პოლიციამ დააკავა 110 წლის მამაკაცი, რომელმაც 109 წლის მეუღლე მოკლა იმის გამო, რომ მან უარი უთხრა ცოლქმრული მოვალეობის შესრულებაზე. ამის შესახებ Daily Monitor-ი იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა უგანდაში მოხდა. 14 დეკემბრის საღამოს 109 წლის ქალმა უარი უთხრა ქმარს, დაწოლილიყო მასთან ერთ ლოგინში, რადგანაც თავს ცუდად გრძნობდა და ახველებდა. კაცის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად ქალი სხვა ოთახში წავიდა დასაძინებლად.

დილით შვილთაშვილებმა გაიგონეს პაპის ყვირილი, რომ მარტოობაში სიკვდილი არ უნდოდა. კაცის ხმა ბებიის საძინებლიდან გამოდიოდა.

ერთ-ერთმა შვილიშვილმა ოთახში შეიხედა და დაინახა პაპა დიდი დანით ხელში, რომელმაც მას უთხრა, რომ ოთახიდან გასულიყო, მერე კი ცოლს რამდენჯერმე დაარტყა დანა. შვილიშვილი მაშინვე მეზობლებისკენ გაიქცა დახმარების სათხოვნელად.

როდესაც მეზობლები მივიდნენ დასახმარებლად, ქალი უკვე მკვდარი იყო, ხოლო მოხუცი კაცი თავის ოთახში იყო ჩაკეტილი და პასუხს არ სცემდათ, ამიტომ კარი შეტეხეს. ოთახში მოხუცი კაცი უგონო მდგომარეობაში ეგდო ძირს, მის გვერდით კი აგროქიმიკატის ბოთლი ნახეს.

პოლიციის მონაცემებით, მკვლელობა „ცოლქმრული მოვალეობის შესრულებაზე უარის“ საფუძველზე მოხდა, თუმცა გამოძიება გრძელდება.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close