ვიდეოარტისტისაქართველო

„სიყვარულისთვის სულ მზად ვარ… ევროპაში 70 წლისებიც დადიან შეყვარებულები“ – ეკა მამალაძე სიყვარულისა და ოჯახის შესახებ (ვიდეო)

„სულ შეყვარებული არ ვარ, მაგრამ სულ მზად ვარ ამისთვის, ეს ახალგაზრდული ჟინი, რომ ყველაფერი წინ გაქვს, სულ მაქვს. ამის გარეშე არც მოტივაცია მექნება, რომ კარგად გამოვიყურებოდე“, – ამბობს ეკა მამალაძე. მომღერალმა სიყვარულსა და ოჯახზე „ფორტუნასთან“ ისაუბრა.

„რატომღაც, ჩვენთან ასეა, რომ ბებერი ხარ და აღარ შეიძლება გათხოვება. ევროპაში 70 წლისებიც დადიან შეყვარებულები. სიბერეში ემოციები ნელდება, მაგრამ ღრმავდება მეგობრობა, სხვა გადაფასება ხდება.

მიშელ ლეგრანმა 80 წლის რომ იყო, მაშინ მოყვანა ცოლი, 70-75 წლის ქალი. ამბობდა, რომ გადასარევი ქორწილი ჰქონდა, რადგან ამ ასაკში ზუსტად იცოდა, ვინ იყო მისი მეგობარი და ზუსტად იცოდა, ვინ დაეპატიჟებინა..

„ჩემთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება ოჯახის დანგრევა იყო. ეს სტრესი საკუთარმა თავმა გადამატანინა. ასეთ დროს სხვა ვერაფერი გიშველის“, – თქვა ეკამ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close