ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა 2023 წლის ადამიანის ტიტულის პრეტენდენტთა მოკლე სია გამოაქვეყნა. მასში ცხრა კანდიდატი შევიდა, მათ შორის, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თოჯინა ბარბი, გრეტა გერვიგის ფილმის გმირი.
სი ძინ პინის შესახებ ანოტაციაში ნათქვამია, რომ 2023 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა თანამდებობა მესამედ დაიკავა და გააძლიერა თავისი როლი, როგორც ჩინეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა თანამედროვე ლიდერმა. სი ძინ პინი 10-ზე მეტჯერ შევიდა Time-ის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში.
პუტინის ნომინაციის აღწერაში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის წინააღმდეგ ომს უკვე მეორე წელია აგრძელებს. 2023 წელს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ აჯანყების დროს, ის მოკლევადიანი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ, საბოლოოდ, მისი გავლენა მხოლოდ გაძლიერდა, – აღნიშნავს გამოცემა.
ბარბის ნომინაციის განმარტებებში აღნიშნულია, რომ ფილმი გახდა 2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი. ფილმის ჩვენებით მიღებულმა შემოსავალმა 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო თავად სურათმა მოდის სამყაროში ვარდისფრისადმი ყურადღების სწრაფი ზრდა გამოიწვია.
გასულ წელს, Time-ის მიხედვით, წლის ადამიანი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გახდა.
2007 წელს ვლადიმირ პუტინი დასახელდა წლის ადამიანად. რუსეთის პრეზიდენტი არაერთხელ იქნა შეტანილი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში.
radiotavisupleba.ge
p. s. დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება. პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი უკვე ცნობილია – იგი ზოგიერთმა რუსულმა მედიასაშუალებამ ეკატერინე III-ედ მონათლა. თავად პუტინს ჯერ არ განუცხადებია ოფიციალურად, აპირებს თუ არა კენჭისყრას კიდევ ერთი, მე-5 ვადით პრეზიდენტობისათვის.
კომენტარები