ვიდეომოგზაურობა

„ამ ჩანთას თვითმფრინავში ავიტან?“ – ევროკომისია ავიაკომპანიებს ერთიანი სტანდარტის დანერგვას სთხოვს

პატარა ზურგჩანთები და დიდი ჩანთები – რა ზომის ბარგის ატანაა ნებადართული თვითმფრინავში? ავიახაზები წესებს ხშირად ცვლიან, ზოგადი სტანდარტი კი არ არსებობს, რის გამოც ხშირად მგზავრებს მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი დამატებითი ხარჯის გაწევა უწევთ.

მოქალაქეებისთვის რთულია იმის გაგება, თუ რა ზომის უნდა იყოს მათი პირადი ნივთები, რომ ბორტზე დაუშვან. სწორედ ამიტომ ევროკომისია მოუწოდებს ავიაკომპანიებს, შეიმუშაონ ერთიანი სტანდარტი.

ევროპარლამენტმა რამდენიმე თვის წინ მოითხოვა, რომ ავიაკომპანიებმა ხელბარგის ზომის ერთიანი სტანდარტი შეიმუშაონ. ხელბარგის ზომაზე და წონაზე თავად კომპანიები უნდა შეთანხმდნენ. ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ამბობს, რომ თუ ისინი დროულად ვერ შეთანხმებიან, მაშინ საქმეში ევროკომისია ჩაერევა.

„როცა ბილეთს ყიდულობენ, მგზავრებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, რას ყიდულობენ რეალურად. რა სახის ბარგი შეუძლიათ აიტანონ ბორტზე მგზავრობისას. თუ ავიაკომპანიები გონივრულ ვადაში ვერ შეთანხმდებიან, უფლებას ვიტოვებთ, რომ ჩავერიოთ“, – აცხადებს ადინა ვალეანი.

ევროკომისიამ ოთხშაბათს, 29 ნოემბერს განაცხადა, რომ რიგ ღონისძიებას გაატარებს, რათა მგზავრთა უფლებების შესახებ კანონმდებლობა გააუმჯობესოს. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს დაგვიანებული ან გაუქმებული მოგზაურობის ანაზღაურებას, რადგან ამ მიმართულებით ბევრი ხარვეზი აღმოჩნდა.

უწყება ახლა ცდილობს, სტანდარტული ანაზღაურება დანერგოს. მგზავრობის გადადების ან გაუქმების დროს ყველა ავიაკომპანიამ მგზავრს თანაბარი კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. ევროკომისია საინფორმაციო კამპანიასაც გეგმავს, რათა მოგზაურებმა უკეთ გაიგონ თავიანთი უფლებების შესახებ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close