როგორი ამინდი იქნება 4 დეკემბრის ჩათვლით – სინოპტიკოსების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 30 ნოემბრიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ისევ მოიმატებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით:
1-3 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსამდე აიწევს. 30 ნოემბერს, სითბოს ფონზე, დასავლეთ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი.
1-3 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მეტეოროლოგები თბილ და უმეტესად უნალექო ამინდს ელოდებიან.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება, 1-3 დეკემბერს ჰაერი +18, +20 გრადუსამდე გათბება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 30 ნოემბერს – წვიმა, ხოლო 1-3 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსამდე აიწევს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 30 ნოემბერს გაწვიმდება, ხოლო 1-3 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 30 ნოემბერს გაწვიმდება, ხოლო 1-3 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი +18, +20 გრადუსამდე გათბება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 30 ნოემბერს ნალექია ნავარაუდევი, ხოლო 1-3 დეკემბერს შედარებით თბილი და უნალექო ამინდი იქნება. დღისით ჰაერის ტემპერატურა +12, +14 გრადუსამდე მოიმატებს.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +20, +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო გორსა და ცხინვალში – +16 +18 გრადუსამდე.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) უნალექო ამინდი იქნება, დღის ტემპერატურა +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღისით ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ განახლებული ინფორმაციის თანახმად, მთელ საქართველოში უნალექო და თბილი ამინდი შენარჩუნდება 4 დეკემბერსაც.
კომენტარები