ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 27 ნოემბერი – 3 დეკემბერი

27 ნოემბერს სავსემთვარეობაა, შემდეგ კი დედამიწის თანამგზავრი შემცირების ფაზაში შევა და 13 დეკემბრის ახალ მთვარემდე დარჩება. ეს არის ძლიერი ენერგიების პერიოდი და 2023 წლის 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით კვირის ჰოროსკოპი გვაფრთხილებს ემოციური აფეთქებების, გადაწყვეტილების მიღების სირთულეებისა და კონფლიქტური სიტუაციებს შესახებ. მაგრამ კლებადი მთვარე დადებით მომენტებსაც მოიტანს – ბევრი ადამიანი შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავებას და ინტუიციის გამძაფრებას იგრძნობს. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები, მოულოდნელი ფულადი პრემიები და სხვა სასიამოვნო სიურპრიზები.

ამ კვირაში დიდი შანსი გაქვთ, რომ ყველაფერი დროულად გააკეთოთ და კარგად მოემზადოთ ახალი წლისთვის. ერთადერთი, რაც ოდნავი დაგვიანების გარეშე, ახლავე უნდა დაიწყოთ, ეს დიეტაა. თუ გსურთ სადღესასწაულო კორპორაციული წვეულების ვარსკვლავი გახდეთ, მაშინ თქვენი დიეტა ისე შეადგინეთ, რომ მასში მხოლოდ ჯანსაღი საკვები და ხილ-ბოსტნეული ჭარბობდეს. სწორი კვება წონის დაკლებაში დაგეხმარებათ, ვარჯიში კი (რა თქმა უნდა, თუ რეგულარული) სხეულს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

 

ვერძი

ეს კვირა ვარსკვლავების გავლენით წარმატებებს გპირდებათ. შესაძლოა ახალი მაღალანაზღაურებადი სამუშაო გამოგიჩნდეთ ან დამატებითი მოკლევადიანი შემოსავალი მიიღოთ. გააანალიზეთ სიტუაცია და ნუ აღიქვამთ სავალდებულოდ თანხმობის თქმას. არ არის გამორიცხული, რომ შემოთავაზებაზე უარის თქმა უფრო მიზანშეწონილად მიიჩნიოთ, რადგან ძალიან დაღლილი ხართ და ახლა დამატებითი სამუშაო ნამდვილად უფრო დაგძაბავთ, მაგრამ ზოგადად, სამუშაო აქტივობამ შეიძლება სასიამოვნო სიურპრიზები მოგიტანოთ. შაბათ-კვირას მეგობრებთან შეხვედრა საინტერესოდ ჩაივლის. პირად ცხოვრებაში მშვიდობა, კომფორტი და ჰარმონია სუფევს.

სასიკეთო დღეები: 29, 1.

არასასიკეთო დღე: 27.

 

კურო

ეს კვირა საკმაოდ დაძაბული, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან ხელსაყრელი ეტაპი იქნება თქვენს ცხოვრებაში. შეეცადეთ, კონფლიქტებში არ ჩაერთოთ და სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, მოვლენების დადებითი და უარყოფითი მხარეები კარგად აწონ-დაწონოთ. ბევრ თქვენგანს რომანტიკული შეხვედრები და ახალი ურთიერთობები ელოდება. პროფესიულ სფეროში თქვენი ენერგიის წყალობით, უნარებთან ერთად, შეძლებთ მუშაობის ეფექტურობის პიკს მიაღწიოთ, რაც დადებითად აისახება თქვენს კარიერულ ზრდაზე. კვირის ბოლოს საქმიანი მივლინება ახალ პერსპექტივებს გპირდებათ.

სასიკეთო დღეები: 30, 2.

არასასიკეთო დღე: 28.

 

ტყუპი

სავარაუდოდ, პროფესიულად საინტერესო კვირა იქნება. თქვენი საკმაოდ ეფექტიანი და პროდუქტიული მუშაობა სათანადო შთაბეჭდილებას მოახდენს ხელმძღვანელობაზე და გაწეული ძალისხმევა ადეკვატურად დაგიფასდებათ, შესაძლოა დაწინაურებითაც კი. ვარსკვლავების დადებითი გავლენისა და საკუთარი მისწრაფებების წყალობით, რამდენიმე ინოვაციური იდეის  წარმატებით განხორციელებას შეძლებთ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა ძლიერი და სტაბილური იქნება, განწყობა – შესანიშნავი, რადგან ოცნებები აგიხდებათ. პირად ცხოვრებაში ვარსკვლავები მშვიდ გარემოს გპირდებიან.

სასიკეთო დღეები: 28, 1.

არასასიკეთო დღე: 29.

 

კირჩხიბი

უმრავლესობისთვის ეს კვირა ძალიან პოზიტიურად დაიწყება. თქვენი მონდომება და აქტიურობა საშუალებას მოგცემთ, გეგმების უმეტესი ნაწილი განახორციელოთ. ამ კვირაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პირადი კავშირების დამყარება. თქვენ გაქვთ საკმარისი ენერგია თქვენი პარტნიორების ქმედებების მხარდასაჭერად და კოორდინირებისთვის. სამსახურში მნიშვნელოვანია კოლეგებთან ურთიერთობის გაუმჯობესება. შესაძლოა საქმიანი მოგზაურობა მოგიხდეთ. კვირის მეორე ნახევარში ახლობლების მხრიდან სავარაუდოა უსაფუძვლო პრეტენზიები.

სასიკეთო დღეები: 27, 2.

არასასიკეთო დღე: 3.

 

ლომი

ამ კვირაში, უბრალოდ, საკუთარი და საზოგადოებრივი ინტერესების დაბალანსება დაგჭირდებათ. გააფართოვეთ თქვენი სოციალური წრე, შემდეგ საქმიანი შეხვედრები თქვენი გავლენის სფეროს გაზრდის და ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით. სამსახურში ძალიან გამოგადგებათ ისეთი თვისებები, როგორიცაა დიპლომატია და სიმშვიდე. იყავით აქტიური, გამოიყენეთ მიღებული გამოცდილება და ერთდროულად რამდენიმე საქმის დასრულებასაც კი შეძლებთ. კვირადღე უმჯობესია ოჯახთან ერთად მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 27, 3.

არასასიკეთო დღე: 1.

 

ქალწული

უმრავლესობისთვის ეს კვირა ძალიან წარმატებული იქნება, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში. ვარსკვლავების გავლენის წყალობით, შეიძლება  ბედმა გაგიღიმოთ სიყვარულში ან კარგი მეგობრის პოვნაში. პროფესიულ სფეროშიც და ბიზნესშიც სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ განვითარდება. სამსახურში თუ ახალი პროექტის დაწყებას გეგმავთ, არ გადადოთ, ახლა ამის დროა. შაბათ-კვირა ბევრ თქვენგანს კარგ დასვენებას გპირდებათ მეგობრების მხიარულ კომპანიაში, თუმცა ფრთხილად იყავით, რათა თავი დაიცვათ არაკეთილსინდისიერი და შურიანი ადამიანებისგან.

სასიკეთო დღეები: 30, 2.

არასასიკეთო დღე: 3.

 

სასწორი

ამ კვირაში შეიძლება  თქვენი სურვილების ასრულების ბრწყინვალე შანსი გქონდეთ. შეეცადეთ, გამოიყენოთ ეს შანსი, განსაკუთრებით – პროფესიულ საქმიანობაში. ოთხშაბათს გულწრფელად არავისთან ისაუბროთ, რადგან ყოველთვის იქნებიან კონკურენტები, რომლებიც შეეცდებიან თქვენი დაბნეულობით ისარგებლონ და  სამსახურში პრობლემები შეგექმნათ. პარასკევს ბევრი არ  იმუშაოთ და ძალიან არ დაიღალოთ. შაბათ-კვირას შეეცადეთ სასიამოვნო კომპანიაში კარგი დრო გაატაროთ – ენერგიით დაიმუხტებით! მარტოხელა სასწორებმა შესაძლოა ცხოვრების პარტნიორი იპოვონ.

სასიკეთო დღეები: 27, 2.

არასასიკეთო დღე: 28.

 

მორიელი

იჩქარეთ თქვენი  ოცნებების რეალიზება, რადგან სწორედ ახლა იხსნება ნამდვილად ბრწყინვალე პერსპექტივები თქვენ წინაშე. შეხვედრები და ახალი ნაცნობობა მომავალში ძალიან ნაყოფიერი იქნება. ამ კვირაში ღირს საფუძვლის ჩაყრა მომავალი კარიერული წინსვლისთვის. ახალი შესაძლებლობები გეძლევათ და თქვენ, უბრალოდ, ეს შანსი ხელიდან არ უნდა არ გაუშვათ. ამავე დროს, არ დაგავიწყდეთ, საკმარისი ყურადღება მიაქციოთ თქვენს ოჯახს და მეგობრებს. შაბათ-კვირას შეეცადეთ მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანთან და კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 28, 2.

არასასიკეთო დღე: 1.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში ვარსკვლავების დადებითი გავლენა თქვენს პროფესიულ ცხოვრებაზე აისახება, სადაც ახალი, ბევრად უფრო ფართო პერსპექტივები გაგიხსნით გზას წარმატებისკენ. შეეცადეთ, სრულად გამოიყენოთ ყველა  შესაძლებლობა, ცოტა მეტად დაიხარჯეთ, რათა შემდეგ არ ინანოთ. მოსალოდნელია შორ გზაზე მოგზაურობა და მივლინებები. ორიგინალურობა, ენერგიულობა და ხალისიანი განწყობა საშუალებას მოგცემთ, ბევრ პრობლემას გაუმკლავდეთ, თანდაყოლილი დიპლომატია კი კოლეგებს შორის ავტორიტეტის მოპოვებაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში კომფორტით და სიმშვიდით ისიამოვნებთ და თუ რაიმე პრობლემა შეგექმნებათ, ოჯახის წევრები და ახლობლები დაგეხმარებიან მის გადაჭრაში.

სასიკეთო დღეები: 29, 3.

არასასიკეთო დღე: 2.

 

თხის რქა

ამ კვირაში პროფესიულ სფეროში ნებისმიერი პასუხისმგებლობის აღებისთვის მზად იქნებით. შეძლებთ სიტუაციის მართვას, რათა დაკისრებული ამოცანები დროულად და საუკეთესო ხარისხით დაასრულოთ. თქვენი ენერგიულობის წყალობით შეძლებთ იმაზე მეტს მიაღწიოთ, ვიდრე მოლოდინი გქონდათ. სამსახურში წარმატება დადებითად აისახება როგორც თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე, ისე პირად ურთიერთობებზე. ახლობლები თქვენს მიღწევებს დააფასებენ და მოინდომებენ, რაღაცით გასიამოვნონ. კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას დროს გამონახავთ და ოჯახის წევრებთან ერთად საინტერესო ადგილებს მოინახულებთ.

სასიკეთო დღეები: 30, 3.

არასასიკეთო დღე: 27.

 

მერწყული

ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ნათელი კვირა გელოდებათ – დადებითი მოვლენებით, შეხვედრებითა და ახალი ნაცნობობით სავსე. ხელსაყრელი დროა თქვენი იმიჯის შესაცვლელად. იუმორის გრძნობამ და პიროვნულმა მომხიბვლელობამ შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს თქვენს წარმატებაზე ბევრ საქმეში. თქვენს ნათელ გონებას ამ კვირაში მრავალფეროვანი იდეები ეწვევა. ალბათ შესაძლებლობა გექნებათ, თქვენი სახსრები ძალიან მომგებიან პროექტებში ჩადოთ. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, არ დაგავიწყდეთ ოჯახისთვის ყურადღების მიქცევა, რადგან საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა თქვენი ყველა მიღწევის მთავარი ფაქტორი იქნება.

სასიკეთო დღეები: 29, 30.

არასასიკეთო დღე: 2.

 

თევზები

ამ კვირაში თქვენთვის საუკეთესო ტაქტიკა არის, მშვიდად აკეთოთ თქვენი საქმე და ძალისხმევა აუცილებლად დაგიფასდებათ. იყავით მომთმენი, სამსახურში ცვლილებების გამო ნერვიულობა თანდათან ჩაცხრება და გუნდში მუშაობა წარმატებას მოგიტანთ. გექნებათ საქმიანი და მეგობრული შეხვედრები. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა კიდევ უფრო თბილი და ჰარმონიული გახდება, რადგან კარგად იცით, როგორ დააბალანსოთ სამუშაო და საშინაო საქმეები ყველაზე დატვირთული გრაფიკითაც კი. თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება, მაგრამ ამისთვის თანხის დაზოგვა მოგიწევთ. მარტოხელა თევზების პირად ცხოვრებაში ცვლილებებია მოსალოდნელი.

სასიკეთო დღეები: 27, 1.

არასასიკეთო დღე: 2.

თამთა გურული 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close