ქართველები უცხოეთშისპორტი

რამდენ მილიონადაა შეფასებული ხვიჩა კვარაცხელია – მისი გადაბირებისთვის ბრძოლაში ლონდონის „ჩელსიც“ ჩაერთო

„ჩელსი“ შეემატა იმ გუნდების რიგს („მანჩესტერ სიტი“, მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“, „ნიუკასლი“), რომლებიც საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ 22 წლის თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას ცდილობენ, – ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

„ჩვენი ინფორმაციით, „ჩელსი“ შეუერთდა „მანჩესტერ სიტის“, მადრიდის „რეალს“, „ბარსელონას“ და „ნიუკასლს“ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებისთვის ბრძოლაში. ჩვენი წყაროების მტკიცებით, ლონდონელები ახალ თავდამსხმელს ეძებენ.

კვარაცხელიას ტრანსფერი შეესაბამება „ჩელსის“ სტრატეგიას, რომელიც დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელების დამატებას გულისხმობს, თუმცა „ნაპოლი“ ბლოკავს ნებისმიერ ოფიციალურ წინადადებას, რომელიც 22 წლის ფეხბურთელს შეეხება. როგორც ამბობენ, მალე ქართველი კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს 2027 წლამდე.

ხვიჩა კვარაცხელია დაახლოებით 100 მილიონ ევროდაა შეფასებული. მიუხედავად იმისა, რომ „ჩელსის“, თეორიულად ასეთი თანხა არ აღელვებს, კლუბს, უეფა-ს ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების მიხედვით, დიდი თანხის დახარჯვა აღარ შეუძლია.

გარდა ამისა, მათი 2024 წლის ბიუჯეტი დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის, მომავალ სეზონში (გასვლის შემთხვევაში) რომელ ევროპულ ტურნირზე ითამაშებენ. კვარაცხელიასთან ერთად, „ჩელსი“ აქტიურად აკვირდება ვიქტორ ოსიმენსაც“, – ამტკიცებს გამოცემა.

რამდენიმე დღის წინ გამოცემა Onefootball-მა 90min-ზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფრანგული კლუბი პარი სენ-ჟერმენი (PSG) ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას შეეცდება იმ შემთხვევაში, თუ კილიან მბაპე გუნდს დატოვებს.

„თუ კილიან მბაპე ზაფხულში კლუბს დატოვებს, „პარი სენ-ჟერმენი“ „ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას შეეცდება. საინტერესოა, რომელი კლუბი იქნება ქართველის შემდეგი გამოწვევა“, – წერს Onefootball-ი.

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანს „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება. ფრანგულ კლუბს ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება სურს, თუმცა რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, თავად მბაპეს მადრიდის „რეალში“ უნდა გადასვლა.

1tv.ge-ს მიხედვით

p. s.  შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024 წლის 21 მარტს ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია თავის გუნდს ამ შეხვედრაში ვერ დაეხმარება, რადგან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სამი ყვითელი ბარათი აქვს მიღებული. ფეხბურთელები ნაკრების მენეჯერმა წინასწარ არ გააფრთხილა და მათ შეცდომით ეგონათ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათები განულდებოდა და პლეი ოფის თამაშებზე არ გადაჰყვებოდათ.

ამ დროისათვის ცნობილია ევრო 2024-ის 21 მონაწილე: ავსტრია, ალბანეთი, ბელგია, გერმანია (მასპინძელი), დანია, ესპანეთი, თურქეთი, ინგლისი, იტალია, ნიდერლანდები, პორტუგალია, რუმინეთი, საფრანგეთი,  სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი,  შვეიცარია, შოტლანდია,  ჩეხეთი, ხორვატია.

დარჩენილი 3 ფინალისტი 2024 წლის მარტის მატჩების (21 მარტი – ნახევარფინალი, 26 მარტი – ფინალი) შემდეგ გამოვლინდება.  ფინალური საგზურისთვის მარტში 12 გუნდი იბრძოლებს, მათ შორის, საქართველოც.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close