საზოგადოებასაქართველო

BBC-ს 2023 წლის „100 გავლენიანი და შთაგონების მომცემი ქალის“ სიაში ქართველი ჟურნალისტი თამარ მუსერიძეც მოხვდა

ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა BBC-მ 2023 წლის „100 გავლენიანი და შთაგონების მომცემი ქალის“ (100 inspiring and influential women) სია გამოაქვეყნა.

სიაში ქართველი ჟურნალისტი თამარ მუსერიძეც მოხვდა.

„ტელევიზიის თანამშრომელი თამარ მუსერიძე ცნობილი იყო საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში 18 წლიდან მუშაობით, თუმცა მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც 31 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ ნაშვილებია. მან ყველაფერი მიატოვა, რათა თავისი ბიოლოგიური მშობლები ეპოვა და ამ ძებნის დროს საქართველოში 1950-იანი წლებიდან ბავშვთა გაშვილების მასშტაბური შავი ბაზრის არსებობის მტკიცებულება იპოვა. მან ფეისბუქში შექმნა ჯგუფი „ვეძებ“, რამაც ბიძგი მისცა ეროვნულ დისკუსიას უკანონო გაშვილების საკითხზე, რომელიც, ძირითადად, სამშობიაროებიდან გაშვილებულ ჩვილებს ეხებოდა. მუსერიძის ორგანიზაცია ათობით ოჯახს დაეხმარა გაერთიანებაში, თუმცა იგი თავად ამ დრომდე ეძებს საკუთარ ოჯახს“, – აღნიშნავს „ბიბისი“.

„ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ სიაში არიან, ასევე, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა, ადამიანის უფლებადამცველი ადვოკატი ამალ კლუნი, „ოქროს ბურთის“ მფლობელი აიტანა ბონმატი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ამერიკელი ეკონომისტი კლაუდია გოლდინი, ამერიკელი მსახიობი, ჰოლივუდის ვარსკვლავი ამერიკა ფერერა და სხვ,

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close