ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 20 -26 ნოემბერი

20-დან 26 ნოემბრამდე მზარდი მთვარის პერიოდია. ეს არის ენერგიის დაგროვების, თამამი გეგმებისა და იდეების განხორციელების დრო. მზარდი მთვარე სიმბოლოა ახალი დასაწყისისა, აღორძინებისა და შესაძლებლობებისა. მას მიზიდულობის, კეთილდღეობისა და მიღწევების ენერგია მოაქვს. ეს ის პერიოდია, როდესაც შეგვიძლია მოვიზიდოთ პოზიტიური ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში და გავაცნობიეროთ ჩვენი მიზნები.

ამ კვირაში არ შეფერხდება უკვე დაწყებული საქმეების მიმდინარეობა. თუ კარიერული წარმატებისთვის იბრძვით, ეს მიზანი თქვენთვის აქტუალობას არ დაკარგავს. სხვა საქმეა, რომ უახლოეს დღეებში გაზრდილი ენთუზიაზმით მოგიწევთ ბრძოლა კარიერული წინსვლისთვის და შედეგიც მალე გამოჩნდება. ამ კვირაში ყველას, ვინც თავის ნომერ პირველ ამოცანად ბედნიერი სასიყვარულო ურთიერთობის დამყარებას მიიჩნევს, ძალიან გაუმართლებს.

 

ვერძი

ეს კვირა კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად. მიუხედავად სირთულეებისა, ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენთ და წარმატებას მიაღწევთ. შემოთავაზებულ დახმარებაზე უარს ნუ იტყვით, რადგან რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანის მარტო შესრულება გაგიჭირდებათ. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ კონფლიქტი კოლეგებთან, მოძებნეთ კომპრომისი. ხშირად გაიღიმეთ და იხუმრეთ, ეს არა მხოლოდ თქვენს განწყობას აამაღლებს, არამედ გარშემო მყოფებზეც დადებით გავლენას მოახდენს. მარტოხელებს დიდი შანსი აქვთ, რომ ამ კვირაში თავიანთ მომავალ მეორე ნახევარს შეხვდნენ, დაქორწინებულები კი ურთიერთობების განმტკიცებას შეძლებენ.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 20.

 

კურო

ამ კვირაში მოკრძალება თქვენი ქცევის ყველაზე ოპტიმალური ხაზია. მიუხედავად იმისა, რომ საიდუმლოების შენახვა ადვილი არ არის, თუ თავს არ შეიკავებთ და იმაზე მეტს იტყვით, ვიდრე საჭიროა,  თქვენ და იმ ადამიანებს, ვინც გენდობათ, შეიძლება პრობლემები შეგექმნათ. სამშაბათს არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, უმჯობესია ყველაფერზე კარგად დაფიქრდეთ და კომპეტენტურ და გონიერ ადამიანთან გაიაროთ კონსულტაცია. პარასკევს კუროების უმეტესობას წარმატება ელის პროფესიულ სფეროში ინოვაციური იდეების განხორციელებასთან დაკავშირებით. პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, შეგიძლიათ თბილი ურთიერთობებით და ოჯახური ბედნიერებით დატკბეთ.

სასიკეთო დღეები: 22, 26.

არასასიკეთო დღე: 21.

 

ტყუპი

ამ კვირაში სამსახურში ცვლილებებია მოსალოდნელი, ძირითადად, უკეთესობისკენ. დიდი ალბათობით, ხელფასს გაგიზრდიან და ოპტიმალურ გრაფიკს შემოგთავაზებენ. შეეცადეთ, კარგად დაფიქრდეთ, სანამ გადამწყვეტ სიტყვას იტყვით. ნებისმიერი მოლაპარაკების წარმატება დამოკიდებულია მხოლოდ თქვენი არგუმენტების სიცხადეზე. მოგზაურობაშიც გაგიმართლებთ, თუმცა ეცადეთ, ხშირად არ გახსნათ საფულე, რათა ფინანსური პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეთ. პირადი ცხოვრება საინტერესო და დატვირთული იქნება. კვირის ბოლოს სასიყვარულო სფეროში სასიამოვნო ამბებს ელოდეთ.

სასიკეთო დღეები: 21, 23.

არასასიკეთო დღე: 25.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეთ. თუნდაც მცირე ხნით, ნუ მისცემთ უფლებას ნეგატიურ ემოციებს, თქვენზე გავლენა მოახდინონ. პროფესიულ სფეროს რაც შეეხება, თქვენი საქმიანობა ძალიან ეფექტიანი  და ბევრი ახალი იდეით სავსე იქნება. შეეცადეთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები, წვრილმან საქმეებზე ახლა დროს ნუ დაკარგავთ. კვირის ბოლოს მოსალოდნელია, მეგობრის დახმარებით სასიამოვნო სიურპრიზის წინაშე აღმოჩნდეთ, მაგალითად, უძრავი ქონება მომგებიანად შეიძინოთ. პირად ცხოვრებაში სტაბილურობა და ჰარმონია სუფევს, რასაც უნდა გაუფრთხილდეთ.

სასიკეთო დღეები: 20, 24.

არასასიკეთო დღე: 26.

 

ლომი

ამ კვირაში თქვენს მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე მოახდინეთ კონცენტრაცია. შეეცადეთ, ზუსტად დაადგინოთ, რა არის ის, რაც შთაგონებით გავსებთ და მოტივაციას გიმაღლებთ. გადახედეთ თქვენს პრიორიტეტებს და რეალურ სურვილებს მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტებისა, რაღაც ახლის გაკეთება ცადეთ და აუცილებლად გამოგივათ. თუმცა დიქტატორული ჩვევები უნდა დაივიწყოთ და ირგვლივ მყოფების აზრიც გაითვალისწინოთ – მათი რჩევები ახლა ნამდვილად გამოგადგებათ. ასევე, ამ კვირაში მოერიდეთ მოგზაურობას და, ზოგადად, გარემოს უეცარ შეცვლას, შაბათ-კვირას სახლში დაისვენეთ. რაც მთავარია, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ!

სასიკეთო დღეები: 21, 26

არასასიკეთო დღე: 23.

 

ქალწული

ეს კვირა გადამწყვეტი მოქმედებების დროა. თქვენ ენერგიას და მხიარულ განწყობას ასხივებთ, ასე რომ, მშვიდად და შეუპოვრად გაუმკლავდებით სირთულეებსა და პრობლემებს. შესაძლოა საინტერესო და პერსპექტიული სამუშაო შემოგთავაზონ. სამშაბათი და ოთხშაბათი კარგი დღეა საქმიანი პრობლემების მოსაგვარებლად, ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმოწერა ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოხდება. ოთხშაბათს შეიძლება ბევრი სამუშაო გქონდეთ, მაგრამ საინტერესო და ამაღელვებელი იქნება. შაბათ-კვირას საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში ჰარმონიას მიაღწევთ, შვილები წარმატებებით გაგახარებენ.

სასიკეთო დღეები: 22, 26.

არასასიკეთო დღე: 25.

 

სასწორი

იმისთვის, რომ ამ კვირაში დადებით შედეგებს მიაღწიოთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე ორშაბათს და ოთხშაბათს უნდა დაიგეგმოს. გააკონტროლეთ საკუთარი თავი და ძალიან ყურადღებით იყავით სამუშაოზე, რადგან შეცდომების დაშვების ალბათობა გაზრდილია. ხუთშაბათს გარშემო მყოფები სიმპათიას გამოხატავენ თქვენდამი, დაგეხმარებიან და მხარს დაგიჭერენ შემოქმედებით საქმიანობაში. შაბათს სახლში დაგროვილ პრობლემებს ადვილად მოაგვარებთ. მარტოხელა სასწორებს ცხოვრების პარტნიორის პოვნის დიდი შანსი აქვთ, დაქორწინებულები კი საყვარელი ადამიანების სრულ მხარდაჭერას იგრძნობენ.

სასიკეთო დღეები: 20, 24.

არასასიკეთო დღე: 23.

 

მორიელი

ამ კვირაში შეგიძლიათ შეუძლებელიც კი შეძლოთ, უბრალოდ, თუ სურვილი გექნებათ და სწორ მოკავშირეებს აირჩევთ. ეს არ იქნება რთული, რადგან ბევრს მოეწონება თქვენი იდეები და გეგმები. და ინტუიცია გიკარნახებთ, ვის შეგიძლიათ დაეყრდნოთ. საოცარი კარიერული წინსვლა გელოდებათ, აქამდე ვერც კი წარმოიდგენდით სამუშაოს ასეთ შთამბეჭდავ დიაპაზონს და ძალას. მაგრამ არც პირადი ცხოვრება დაივიწყოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა უფრო ღრმა და თბილი გახდება. მორიელის ნიშნის ბევრ წარმომადგენელს ვნებიანი პაემანი ელის.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 26.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში შესაძლოა შფოთვამ შეგიპყროთ გადაუჭრელ საკითხებთან ან შეუსრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით. გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება მათ, ვისაც ენდობით და სათანადო მხარდაჭერასა და დახმარებას მიიღებთ. ბიზნესმენებს შეუძლიათ კარგ შემოსავალს ელოდონ. პარასკევს ფრთხილად იყავით საკუთარ სიტყვებთან დაკავშირებით, სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით, რადგან მოსალოდნელია, რომ ისეთი დაპირებები გასცეთ, რომელთა შესრულება შეუძლებელია და ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. შაბათ-კვირას შეეცადეთ, დრო მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 22, 26.

არასასიკეთო დღე:20.

 

თხის რქა

ეს კვირა ძალიან მომგებიანი ეტაპია რაღაცის სწავლისთვის, რაც სრულიად ახალ პერსპექტივებს გახსნის თქვენთვის. სამსახურში წარმატება გელით, თუ დამატებით ძალისხმევას გასწევთ. სასურველია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები, დაგროვილი პრობლემების მოგვარება კვირის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. ოთხშაბათს კარგი იქნება მნიშვნელოვან საკითხზე პასუხისმგებლობის აღება და ინიციატივის გამოვლენა. პარასკევს ფრთხილად იყავით ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობისას. შაბათ-კვირას ოჯახთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 23, 26.

არასასიკეთო დღე: 24.

 

მერწყული

ამ კვირაში თქვენი გრანდიოზული გეგმების რეალიზაციის რეალური შანსი გექნებათ. ერთადერთი მტერი, რომელიც ხელს შეგიშლით, თქვენი ნერვიულობა იქნება. გადამწყვეტი მოქმედებით და ლოგიკისა და თანმიმდევრულობის გამოვლენით შეგიძლიათ ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი მოაგვაროთ.  უმჯობესია, სერიოზული ფინანსური ოპერაციები კვირის შუა რიცხვებამდე არ განახორციელოთ. მიზანშეწონილია გადადოთ ხანგრძლივი მოგზაურობები და არასაჭირო შეხვედრები. კვირის ბოლოს სიმშვიდე დაგიბრუნდებათ და ბედნიერი იქნებით საყვარელ ადამიანებთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 23.

 

თევზები

ამ კვირაში მოსალოდნელია წარმატებული დამთხვევები, სასიამოვნო სიურპრიზები და ბედის მოულოდნელი საჩუქრები. ასევე, შესაძლებელია შეხვედრები, რომლებიც თქვენზე ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდენს, შთაგონებას მოგცემთ და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაში დაგეხმარებათ. ორშაბათი კარგი დღეა კომუნიკაციისთვის, რაღაცის სწავლის დასაწყებად და ბიზნესპარტნიორებთან წარმატებული მოლაპარაკებისთვის. სამშაბათს თქვენი მხრიდან აქტიურობის და ინიციატივის გამოჩენა სარგებელს მოგიტანთ. თქვენი კარგი განწყობა დადებითად იმოქმედებს გარშემო მყოფებზე. კვირის ბოლოს საკმარისი დრო გექნებათ მეგობრებთან და ოჯახთან ერთად კარგი დასვენებისთვის.

სასიკეთო დღეები: 20, 24.

არასასიკეთო დღე: 26.

 თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close