ამინდისაქართველო

საქართველოში ისევ დათბება და უნალექო ამინდი იქნება – პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სააგენტოს ცნობით, 11-13 ნოემბერს თითქმის მთელ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება და 12 ნოემბრიდან ტემპერატურა ისევ მოიმატებს, თუმცა მაღალ მთაში ზოგან ღამით ყინვაა მოსალოდნელი.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი 12-13 ნოემბერს დღისით +20, +22 გრადუსამდე გათბება  (11 ნოემბრის +14, +16 გრადუსის შემდეგ).

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 14 ნოემბრამდე ისევ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 14 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამის საათებში კი უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდი იქნება. 11 ნოემბრის +12, +14 გრადუსის შემდეგ (დღისით) ჰაერის ტემპერატურა 12-13 ნოემბერს +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. 10 ნოემბერს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 12-13 ნოემბერს დღისით, წინა დღესთან შედარენით, 8 გრადუსით მოიმატებს  და +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 11 ნოემბრის +10, +12 გრადუსის (დღისით) შემდეგ 12-13 ნოემბერს +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდი იქნება. 12-13 ნოემბერს  ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს, ღამის საათებში კი უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close