ვიდეომსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად იაპონიასთან ახალი კუნძული დაიბადა (ვიდეო)

ცეცხლოვანი სარტყლის ვულკანური ფერფლისგან კიდევ ერთი კუნძული აღდგა ფენიქსივით, ამჯერად იაპონიის ოგასავარის კუნძულების სანაპიროსთან, შორეულ არქიპელაგთან, რომელსაც ბონინის კუნძულებსაც უწოდებენ.

წყნარ ოკეანეში ხმელეთის ეს ახალი მასა ყველა სხვა მეზობელზე „ახალგაზრდაა“ და 21 ოქტომბერს დაწყებული წყალქვეშა ვულკანური ამოფრქვევის შედეგად გაჩნდა.

ტოკიოს უნივერსიტეტის ვულკანოლოგის, სეცუია ნაკადას განცხადებით, კუნძულის წარმომქმნელი წყალქვეშა ამოფრქვევა მაღლა ამოსროლილი გამყარებული მაგმის „ვერტიკალური ჭავლის“ სახით დაიწყო.

ამის შემდეგ ამოფრქვევა შედარებით უწყვეტი აფეთქებების სახით გაგრძელდა.

როდესაც ყველა ეს ნარჩენი უკან, ოკეანეში დაბრუნდა ლავასთან შერეულ ნაკლებად მკვრივ, ფოროვან მასალასთან, პემზასთან ერთად, ქანების ბორცვმა ზრდა იქამდე განაგრძო, ვიდრე წყლიდან თავი არ ამოყო.

3 ნოემბერს წყალქვეშა ვულკანმა უკვე მხოლოდ ფერფლის ამოფრქვევა დაიწყო.

ახალი კუნძულის დიამეტრი დაახლოებით ორი კილომეტრია და მის სიახლოვეს არცერთი დასახლებული კუნძული არ არის.

ამოფრქვევა კვლავ გრძელდება, მაგრამ, როგორც ჩანს, პიკმა უკვე გადაიარა და პროცესი დაწყნარებისკენ მიდის.

მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს დღეებში კუნძული შეიძლება ზომაში ოდნავ კიდევ გაიზარდოს, ლავის მიერ ჩაბეტონებული პემზა დროთა განმავლობაში ეროდირდება და საკითხავია, რამდენ ხანს გაძლებს ახალი კუნძული.

მეცნიერთა შეფასებით, მსოფლიოში მილიონზე მეტი წყალქვეშა ვულკანია, მაგრამ მრავალი მათგანი უკვე ჩამქრალია, აქტიურთა დიდი ნაწილი კი იმდენად ღრმად არის, რომ ზემოდან დაკვირვება შეუძლებელია.

ასეთი ამოფრქვევების შედეგად კუნძულების წარმოქმნა საკმაოდ იშვიათია, მაგრამ სწორედ ასეთი პროცესების შედეგად არის წარმოქმნილი მილიონობით წლის წინათ წყნარი ოკეანის მრავალი კუნძული, მათ შორის ჰავაის, კუნძულები.

2015 წელს წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში ამოფრქვევის შედეგად ახალი კუნძული გაჩნდა, რომელიც 2022 წელს სხვა ამოფრქვევამ გაანადგურა.

მომზადებულია The Japan Times-ის მიხედვით.

მიხეილ ჭაბუკაშვილი
1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close