მსოფლიოპოლიტიკა

„მოკვდა და ჩაანაცვლეს“ – როგორ გაჩნდა ხმები პუტინსა და მის ორეულებზე?

რუსეთის პრეზიდენტზე შეთქმულების თეორიები წლებია ვრცელდება. ზოგი ამტკიცებს, ავადაა და მალე მოკვდებაო, ზოგი კი ამბობს, უკვე მკვდარია და მის ორეულს ვუყურებთო. მსგავს ჭორებს სიმართლისა არაფერი ეტყობა ხოლმე და ამ ტექსტში აგიხსნიით, რატომ ჩნდება ისინი.

ვლადიმირ პუტინი გულის შეტევით მოკვდა, ის ორეულით ჩაანაცვლეს, რუსეთს კი უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი მართავს, – დაწერა პოპულარულმა ტელეგრამარხმა Генерал СВР („საგარეო დაზვერვის სამსახურის გენერალი”) 26 ოქტომბერს.

მომდევნო დღეებში ეს ისტორია კიდევ უფრო განავრცო და დეტალებით გაამდიდრა.

„პუტინის გვამი მოათავსეს საყინულე კამერაში, პრეზიდენტის ვალდაის რეზიდენციაში. მედიკოსები, რომლებიც პუტინის მკურნალობასა და რეანიმაციაში მონაწილეობდნენ, რეზიდენციის რამდენიმე ოთახში გამოკეტეს”, – დაწერა არხმა 27 ოქტომბერს.

ცნობები პუტინის სიკვდილზე აიტაცეს ბრიტანულმა ტაბლოიდებმა, The Star-მა, Mirror-მა და The Sun-მა. ასევე, უკრაინულმა მედიამ.

დაინტერესდნენ რუსებიც. მხოლოდ ექვს დღეში პრეზიდენტის სიკვდილს რუსულ საძიებო სისტემა „იანდექსში“ 400 ათასჯერ ეძებდნენ.

აჟიოტაჟს გამოეხმაურა თავად პუტინის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვიც. ცნობებს პუტინის სიკვდილისა და მისი ორეულების შესახებ პესკოვმა „ღიმილისმომგვრელი ჭორი“ უწოდა.

Генерал СВР ტელეგრამარხია, რომელსაც თითქოსდა რუსეთის გარე დაზვერვის ყოფილი ოფიცერი მართავს და რომელიც ამტკიცებს, რომ წყარო ჰყავს პუტინის ახლო გარემოცვაში.

არხს ოდიზიურ რუს პოლიტოლოგთან, ვალერი სოლოვეისთან აკავშირებენ. ის პუტინს დიდი ხანია „კლავს”, თან ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე.

მაგრამ არამხოლოდ ის.

ათას ერთი სნეულება

ინტერნეტში ხმები პუტინის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებასა და სიკვდილზე წლებია დადის. ჯერ კიდევ 2003 წელს სხვადასხვა ფორუმზე წერდნენ, რომ მას კუჭ-ნაწლავის კიბო დაუდგინდა.

2012 წელს ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ი ამტკიცებდა, რომ პუტინს ხერხემლის მძიმე დაავადება აქვს და სიარული უჭირს. დმიტრი პესკოვი მაშინაც გამოესარჩლა და თქვა, რომ პრეზიდენტმა უბრალოდ ზურგის კუნთები დაიჭიმა.

2014 წლის ბოლოს ამერიკული ტაბლოიდი New York Post-ი „პუტინთან დაახლოებულ წყაროებზე”, მათ შორის, უსახელო გერმანელ ექიმზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პანკრეასის კიბოთი იტანჯება და სიკვდილთან ახლოსაა.

გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close