ამინდისაქართველო

ისევ ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი ქარი – როგორია მეტეოროლოგების პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  6-8 ნოემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება: 6 ნოემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 7 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

შემდეგ კი, 9 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სააგენტოს ცნობით, წვიმა არ  არის მოსალოდნელი თბილისში, თუმცა 7 ნოემბერს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მცირედით დაიკლებს და დღისით +19, +21 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 7 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექიც. 9 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსამდე აიწევს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 7 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. 9 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 7 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. 9 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი დღისით +18, +20 გრადუსამდე გათბება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 7 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. შემდეგ კი, 9 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 7 ნოემბრის დილამდე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 9 ნოემბრამდე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 7 ნოემბრის დილამდე ზოგან შესაძლოა იწვიმოს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 9 ნოემბრამდე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 7 ნოემბრის დილამდე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 9 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი დღისით +15, +17 გრადუსამდე გათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 7 ნოემბრის დილამდე ზოგან ნალექია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. შემდეგ კი, 9 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close