სპორტი

„ნაპოლიმ“ სტუმრად „სალერნიტანა“ დაამარცხა და ლიდერის პოზიციას კიდევ უფრო მიუახლოვდა

იტალიის ჩემპიონატის – სერია „A“-ს მე-11 ტურის მატჩში „ნაპოლიმ“ გასვლითი შეხვედრა გამართა სალერნოში აუტსაიდერ „სალერნიტანასთან“ და ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.

„ნაპოლი“ მე-13 წუთზე, სტანისლავ ლობოტკას გადაცემის შემდეგ, ჯაკომო რასპადორიმ დააწინაურა.

მეორე ტაიმში „სალერნიტანა“ გააქტიურდა და ანგარიშის გათანაბრებას შეეცადა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო.

„სალერნიტას“ კარი მეორედ ელიფ ელმასმა აიღო, რომელიც მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად შევიდა 67-ე წუთზე.

მატჩი ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ „ნაპოლის“ 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. გუნდმა ცხრილის ლიდერ „ინტერთან“ ქულების სხვაობა 2-ით შეამცირა და მას 5 ქულითღა ჩამორჩება.

მე-12 ტურის მატჩში მომავალ კვირას, 12 ნოემბერს „ნაპოლი“ „ემპოლის“ უმასპინძლებს სტადიო მარადონაზე. „ემპოლიც“ აუტსაიდერების რიგებშია – 10 მატჩის შემდეგ 7 ქულით მე-18 (ბოლოდან მესამე) ადგილზე იმყოფება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close