საზოგადოებასაბერძნეთი

ათენის პროკურატურაში საქმეებით სავსე თაროები ჩამოინგრა და ორი კაცი ქვეშ მოყვა

გასულ სამშაბათს, 31 ოქტომბერს ათენის პროკურატურაში ჩამოინგრა სტელაჟები, რომლებზეც საქმეების მასალები იყო საქაღალდეებით განთავსებული. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

სასამართლოს მდივანი და სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი აღმოჩნდნენ ის უიღბლოები, რომლებიც  დიდი მოცულობის საქაღალდეების ქვეშ ხაფანგში მოყვნენ და რომ არა სხვა თანამშრომლებისა და შენობაში მყოფი მოქალაქეების დახმარება, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებოდნენ.

გაუთვალისწინებელი ინციდენტი, რომელსაც დომინოს ეფექტი ჰქონდა – ერთი თარო ჩამოინგრა და დომინოს პრინციპით, სხვებიც მიიყოლა – მაშინ მოხდა, როდესაც სასამართლოს მდივანი და კომპანიის თანამშრომელი ლითონის თაროებზე ახალ საქაღალდეებს ავსებდნენ.

„შესაძლოა ვინმე დაღუპულიყო“, – განაცხადა ათენის სასამართლო კლერკების ასოციაციის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ საპროტესტო აქცია ჩატარდება. ასოციაციის განცხადებით, სტელაჟები ახალი საქმეებით დატვირთვისას წაიქცა და ერთი დაზარალებული ფეხებით დაეცა, მეორე – ზურგით.

„ინციდენტის მასშტაბზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მათ გასათავისუფლებლად ახლოს მყოფი სხვა კოლეგების და ადამიანების დახმარება გახდა საჭირო“, – განაცხადეს ასოციაციაში და დასძინეს, რომ შემთხვევას, საბედნიეროდ, მსხვერპლი რომ არ მოჰყვა, უბრალოდ, გამართლებაა.

ასოციაციაში გაიხსენეს მსგავსი შემთხვევა, როდესაც ათენში, სამოქალაქო საქმეების მე-3 ერთმანდატიანი პირველი ინსტანციის  სასამართლოს აუდიტორიაში შეკიდული ჭერი ჩამოვარდა. ასოციაცია გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ შემოწმდეს ათენის სასამართლოების შენობები, რადგან ადამიანების სიცოცხლე ღირებულია და გასაფრთხილებელია.

მათივე განცხადებით, თანამშრომლებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ბევრი შენობა შეუსაბამო და სახიფათოა და, აგრეთვე, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაშიც სერიოზული დანაკლისები არსებობს. ამის მიუხედავად არცერთმა ხელისუფლებამ არ მიიღო ადეკვატური ზომები.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი იურისტი წერს, რომ გაციფრების სახელმწიფო პროგრამა „ელექტრონული მართლმსაჯულების“ ღირებულება 200 მილიონ ევროს შეადგენს.

ნინო ბაჯელიძე

nostal.ge  წერდა, რომ რამდენიმე ხნის წინ იტალიაში ყველის თავების ქვეშ მოყოლილი კაცის გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია, სამწუხაროდ, უშედეგოდ დასრულდა.

იტალიაში ყველის თავების ქვეშ მოყოლილი კაცის გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close