დაუჯერებელი, თუმცა სასიხარულო ფაქტი – 14 წლის ბიჭმა მელანომის სამკურნალო საპონი შექმნა
14 წლის ამერიკელმა მოზარდმა ვირჯინიიდან ჰემან ბეკელემ „საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის“ ტიტული დაიმსახურა კანის კიბოს სამკურნალო საპნის შექმნისთვის. მან 9 სხვა ფინალისტს აჯობა და დამსახურებულ ჯილდოს დაეუფლა.
დაჯილდოების ცერემონიაზე ნორჩმა მეცნიერმა თქვა:
„კიბოს მკურნალობა საპნის ნაჭრით! ყოველთვის მაინტერესებდა ბიოლოგია და ტექნოლოგიები და ამ გამოწვევამ მომცა იდეალური პლატფორმა ჩემი იდეების წარდგენისთვის“.
სტუდენტმა საპონი „შექმნა“ შენაერთებისგან, რომლებსაც უნარი აქვთ, ადამიანის კანის დამცველი დენტრიტული უჯრედები გაააქტიურონ და საშუალება მისცემ მათ, რომ კიბოს უჯრედებს ებრძოლონ. უნიკალურi აღმოჩენაზე 14 წლის ბიჭს შთაგონება ეთიოპიამ მისცა, სადაც იგი 4 წლამდე ცხოვრობდა. მან
„ვაშინგტონ პოსტს“ უამბო, რომ ხედავდა მწველი მზის ქვეშ მომუშავე ადამიანებს და უნდოდა, რამე გაეკეთებინა მათ დასახმარებლად.
„მინდოდა, რომ ჩემი იდეა ყოფილიყო არა მარტო დიადი სამეცნიერო თვალსაზრისით, არამედ აგრეთვე რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი“.
ამერიკის ონკოლოგიური საზოგადოების მონაცემები ცხადყოფს, რომ კანის კიბო ამ დაავადების ყველა სახეობას შორის ყველაზე უფრო გავრცელებულია, კანის კიბოს ყველა შემთხვევას შორის მელანომა 1%-ს შეადგენს, თუმცა ის კანის კიბოსგან გამოწვეული გარდაცვალების უმეტესობის მიზეზია. ბოლო ათწლეულებში სწრაფად იზრდება მელანომით დაავადების რაოდენობა, განსაკუთრებით 50 წელს გადაცილებულ ქალებში და ის 20-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება თეთრკანიანებში, ვიდრე შავკანიანებში. ამავდროულად, მელანომით გამოწვეული სიკვდილიანობა ბოლო ათწლეულის განმავლობაში შემცირდა მის მკურნალობაში არსებული მიღწევების წყალობით.
ბეკელემ ჟიურის წევრებს, რომლებმაც მას ჯილდო მიანიჭეს, უთხრა, რომ იმედი აქვს, საპონს გარდაქმნის „იმედის სიმბოლოდ“ და ხელმისაწვდომად მთელ მსოფლიოში, სადაც კანის კიბოს მკურნალობა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები