2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, საქართველოში ამანათების შემოსვლის მაჩვენებელი გაიზარდა. ამას შემოსავლების სამსახურიდან სტატისტიკიდან ვიგებთ, რომელიც bm.ge-მ უწყებიდან გამოითხოვა.
ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საფოსტო ამანათების რაოდენობა წლიურად 53.4%-ით გაიზარდა. წელს ამ პერიოდისთვის ქვეყანაში 7 591 853 ამანათი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის 9 თვეში შემოსული ამანათების რაოდენობა 4 918 231-ს შეადგენდა.
აღნიშნულ პერიოდში TOP-5 ქვეყნის რეიტინგი, საიდანაც საფოსტო ამანათები შემოვიდა, ასეთია:
- თურქეთიდან – 28,54%;
- ჩინეთიდან – 23,54;
- აშშ-დან 16,81%;
- საბერძნეთიდან – 7,88%;
- იტალიიდან – 7%;
დანარჩენი ქვეყნებზე კი ჯამურად ამანათების 16,24% მოდის.
უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილს აშშ იკავებდა, შემდეგ კი ჩინეთი მოდიოდა.
bm.ge
კომენტარები