მსოფლიოპოლიტიკა

რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გემების ოკუპირებული ყირიმიდან საქართველოს ოკუპირებულ ქალაქში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო – უკრაინული დაზვერვა

რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გემების ოკუპირებული ყირიმიდან საქართველოს ოკუპირებულ ქალაქ ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლის თქმით, ოკუპანტებმა გემები გადაიყვანეს ნოვოროსიისკში, თუმცა იქ პატარა პორტს არ შეუძლია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყველა გემის განთავსება, ამიტომ კრემლმა გადაწყვიტა, ამ მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია გამოიყენოს.

„ოჩამჩირეში – ეს აფხაზეთია – აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რუსებმა იქ ფსკერის დაღრმავების სამუშაოები ჩაატარეს. სადღაც რეკონსტრუქცია გაუკეთეს პორტის ინფრასტრუქტურას, რათა იქ სამხედრო გემების ბაზირება უზრუნველყონ, მაგრამ ეს ისევ პატარა ადგილი იქნება“, – განაცხადა ვადიმ სკიბიცკიმ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close