მსოფლიოპოლიტიკაკრიმინალი

სუს-ი უარყოფს ინფორმაციას, რომ საფრანგეთში მომხდარ ტერაქტში მთავარი ბრალდებულის მამა საქართველოში იმყოფება

სამართალდამცავი ორგანოების თანახმად, სკოლაში თავდამსხმელს, მუჰამედ მოგუშკოვს ბრალად ედებოდა „მკვლელობა ტერორისტულ ქმედებებთან დაკავშირებით“, „მკვლელობის მცდელობა ტერორისტულ ქმედებებთან დაკავშირებით“ და „ტერორისტულ საზოგადოებაში მონაწილეობა თავდასხმის მომზადების მიზნით“. მის 16 წლის ძმას ბრალად ედება მკვლელობის თანამონაწილეობა და მკვლელობის მცდელობა ტერორისტული საქმიანობის კონტექსტში, ასევე, ტერორისტულ საზოგადოებაში მონაწილეობა. მესამე დაკავებულს, მათ 15 წლის ბიძაშვილს ბრალად ედება „დანაშაულის ჩადენაში ან პიროვნულ მთლიანობაზე თავდასხმაში ხელის განზრახ არშეშლა“ (მოსალოდნელი დანაშაულის განზრახ შეუტყობინებლობა).

დაკავებულთა ოჯახი წარმოშობით ინგუშეთიდანაა. ფრანგული გამოცემების ცნობით, მოჰამედ მოგუშკოვი 2003 წელს ინგუშეთში(რუსეთის ფედერაცია) დაიბადა. ექვსი წლის ასაკში, 2008 წელს  ის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა, სადაც სკოლის დამთავრების შემდეგ ლიცეუმში სწავლობდა, პარალელურად კი კრივში ვარჯიშობდა.

მოჰამედ მოგუშკოვი საფრანგეთის მოქალაქე არ არის. 2013 წელს მისმა ოჯახმა პირველი მოთხოვნა შეიტანა პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე, თუმცა უარი მიიღო. მომდევნო, 2014 წელს საფრანგეთის შესაბამისმა უწყებებმა მოგუშკოვების ოჯახის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე ასოციაციების დახმარების წყალობით დეპორტაცია არ განხორციელდა, რადგან ძმები მოგუშკოვები სარგებლობდნენ გაძევებისგან აბსოლუტური დაცვით (d’une protection absolue contre l’éloignement) – საფრანგეთის კანონმდებლობით, ქვეყანაში 13 წლამდე ასაკში ჩასული მიგრანტების დეპორტაცია აკრძალულია.

მოჰამედ მოგუშკოვმა ბოლოს 2021 წელს წარადგინა მოთხოვნა მოქალაქეობის მიღებაზე, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მოჰამედ მოგუშკოვი საფრანგეთში რადიკალური ისლამისტების სიაშია, რომლებსაც ძალოვანი უწყებები მონიტორინგს უწევენ თავდასხმების თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე, ფიგურირებს იმ პირთა სიაში, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენენ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close