ამინდისაქართველო
როგორი ამინდი იქნება ხვალ – სინოპტიკოსების პროგნოზი
16 ოქტომბერს დღის ბოლოდან 17 ოქტომბრის დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
ინფორმაციას საქართველოში უახლოეს საათებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტო გვაფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
კომენტარები