ვიდეოქართველები უცხოეთშიხელოვნება

„ანგელოზივით მღერის!“ – The Voice of Germany-ს ქართველი მონაწილე ლიზი გოზალიშვილი შემდეგ ეტაპზე გადავიდა (ვიდეო)

„ლიზი, მომეცი შანსი, გერმანული „ვიოისის“ გზაზე შენი და შენი მშვენიერი ხმის თანამგზავრი ვიყო“ - Giovanni

12 ოქტომბერს ტელეარხ ProSieben-ის ეთერში გავიდა გერმანული „ვოისის“ 2023 წლის სეზონის ე. წ. ბრმა კასტინგი, რომელშიც 19 წლის ქართველი მომღერალი ლიზი გოზალიშვილი მონაწილეობდა.

ლიზიმ შეასრულა მაიკლ ჯექსონის სიმღერა Earth Song. მისმა ვერსიამ, ხმამ და შესრულებამ ჟიურის 2 წევრი (უფრო სწორად, 3, თუმცა 2 ხმის უფლებით) განსაკუთრებით მოხიბლა – ლიზის ჯოვანი და ბილი+ტომი შემოუტრიალდნენ.

ახალგაზრდა მომღერალმა საბოლოოდ ჯოვანი აირჩია მენტორად და მისი გუნდის წევრი გახდა. მანამდე კი ჯოვანისთან ერთად ექსპრომტად დუეტში იმღერა.

სცენაზე გასვლამდე ალბათ ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ატირებულ მწვრთნელს და სპონტანურ დუეტს – ნამდვილად ვერ.

ესეც ჩემი გამოსვლა გერმანული ვოისის ბრმა ქასთინგზე“, – წერს გოგონა და თავისი გამოსვლის ვიდეოს საკუთარ ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.

ლიზი გოზალიშვილი, როგორც თავად ამბობს, გერმანიაში სასწავლებლად ჩავიდა, ჰაიდელბერგში ცხოვრობს და კოლეჯში სწავლობს. ქართულმა საზოგადოებამ იგი საავტორო სიმღერებით გაიცნო. გარდა ამისა, ლიზი ქართული „ვოისის“ მონაწილეც იყო.

წარმატებები ვუსურვოთ ლიზის გერმანულ „ვოისში“ და, ზოგადად, ცხოვრების გზაზე!

ნუცა ყაველაშვილი

p. s. შეგახსენებთ, რომ გერმანულ „ვოისში“ 2017 წელს ქართველმა მომღერალმა ნათია თოდუამ გაიმარჯვა.

ნათია თოდუა: „ამ გამარჯვებამ დამარწმუნა, რომ  ცდას, ბრძოლასა და რწმენას ოცნებების ახდენა შეუძლია“

ნათია თოდუა: „ამ გამარჯვებამ დამარწმუნა, რომ  ცდას, ბრძოლასა და რწმენას ოცნებების ახდენა შეუძლია“

The Voice of Germany-ს კონკურსში 2022 წლის სეზონზე კიდევ ერთი ქართველი მონაწილეობდა – ლიზი გოგუა, რომელმაც ნახევარფინალამდე მისვლა შეძლო.

ლიზი გოგუა გერმანული „ვოისის“ ნახევარფინალშია (ვიდეო)

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close