საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს ბანკი სტიპენდიის მოპოვებას სთავაზობს
საქართველოს ბანკმა ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობისთვის მორიგი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად, ბანკი მოტივირებულ, ლიდერობის უნარებით დაჯილდოებულ სტუდენტებს სწავლის დაფინანსების შესაძლებლობას სთავაზობს.
როგორც საქართველოს ბანკში ამბობენ, ეს პროექტი დაიწყეს იმიტომ, რომ სჯერათ „ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების და იმის, რომ სწორედ ისინი შეცვლიან ჩვენი ქვეყნის მომავალს უკეთესობისკენ“ და რომ ბანკი მომავალშიც დაუჭერს მხარს ახალგაზრდებს.
რას სთავაზობს საქართველოს ბანკი მათ
საქართველოს ბანკის სტიპენდია მოიცავს სწავლის ერთწლიან, სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას. აღსანიშნავია, რომ პროექტი მხოლოდ ერთჯერადად არ ხორციელდება და სტუდენტებსაც ყოველ წელს ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი მონდომებით და მიზანდასახულობით მოიპოვონ სტიპენდია.
ამისათვის, უპირველესად, საჭიროა, აპლიკანტი საქართველოს მოქალაქე იყოს. მას ასევე უნდა ჰქონდეს ლიდერობის პოტენციალი და ინტერესი საბანკო საქმიანობის, ბიზნესის, ტექნოლოგიების ან თავისი უნივერსიტეტის სხვა პრიორიტეტული მიმართულების მიმართ. ეს მიმართულებები, როგორც წესი, მოიცავს სპეციალობებს, რომლებზეც დღეისათვის მოთხოვნა ყველაზე დიდია, ანუ ეგრეთ წოდებულ მომავლის პროფესიებს.
თითოეული უნივერსიტეტი პრიორიტეტულ მიმართულებებს და, შესაბამისად, კრიტერიუმებსაც თავად განსაზღვრავს, ამიტომ აპლიკანტი თავისი სასწავლებლის ვებგვერდზე უნდა გაეცნოს ინფორმაციას ან თავადვე მოითხოვოს იგი ადმინისტრაციისგან.
ამ პროექტში საქართველოს ბანკის პარტნიორი უნივერსიტეტების ჩამონათვალი ასეთია:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თავისუფალი უნივერსიტეტი
- აგრარული უნივერსიტეტი
- საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
- აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ)
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ)
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს ბანკი სამომავლოდ სხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობასაც გეგმავს, რათა განათლების შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შეუქმნას.
კომენტარები