მსოფლიოპოლიტიკაქართველები უცხოეთში

ისრაელიდან თბილისის მიმართულებით ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია, დამატებითი ავიარეისები კი, სავარაუდოდ, ხვალ და ზეგ დაინიშნება – ლაშა ჟვანია

ისრაელიდან თბილისის მიმართულებით რეისებზე ბილეთები უკვე გაყიდულია. დამატებითი ავიარეისები კი, სავარაუდოდ, ხვალ და ზეგ დაინიშნება, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

ელჩის თქმით, მოქალაქეები მათ დახმარებისთვის ცხელ ხაზზე უკავშირდებიან. კერძოდ, ჟვანიას განმარტებით,  საელჩოში 24 საათის განმავლობაში სამი ცხელი ხაზი მუშაობდა და მას დღეს დილიდან მეოთხეც დაემატა.

„ეს არის მობილური ტელეფონები, სადაც ნებისმიერი აპლიკაციით: „ვაიბერით“, „ვოტსაპით“, პირდაპირ შეუძლიათ დაუკავშირდნენ. იმის გამო, რომ აღნიშნულ სამ ხაზზე ძალიან ბევრი ზარი შედიოდა, მეოთხე ხაზი დავამატეთ. შესაბამისად, საელჩოს 4 თანამშრომელია ჩართული იმაში, რომ მიიღონ ზარები ჩვენი მოქალაქეებიდან. ძირითადად, პრაქტიკული რჩევები აინტერესებთ“, – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, საელჩო განხორციელებულ ცვლილებებზე ინფორმაციას ოპერატიულად აქვეყნებს.

„დიდი რაოდენობით შეკითხვაა ავიარეისებთან დაკავშირებით. ავიარეისები დღესაც სრულდება. ხვალ და ზეგაც იქნება, თუმცა ასევე ვმუშაობთ დამატებითი ავიარეისის დაგეგმვაზე. სავარაუდოდ, დამატებითი ავიარეისები ხვალ და ზეგ დაემატება. იმ რეისებზე, რომელიც მანამდე იყო გამოცხადებული, ბილეთები შევსებულია“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისივე ინფორმაციით, ისრაელში მყოფი და საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 11 ოქტომბერს დამატებითი რეისი ჩაინიშნა და, მოთხოვნასთან ერთად, შესაძლებელი იქნება დამატებით სხვა რეისის ჩანიშვნაც.

„ისრაელში მყოფი და საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 11 ოქტომბერს, 11:40 სთ-ზე ჩაინიშნა „საქართველოს ავიახაზების“ დამატებითი რეისი თბილისის მიმართულებით. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტით. მოთხოვნასთან ერთად, შესაძლებელი იქნება დამატებით სხვა რეისის ჩანიშვნაც. მადლობა ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს და ჩვენს მეგობარ Miri Regev מירי רגב-ს საქართველოს მთავრობის თხოვნის დროულად დაკმაყოფილებისთვის“, – წერს ჟვანია.

საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებია:

+972 526 919092;
+972 528 888513;
+972 547 386813;
+972 526 494293.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close