მსოფლიოპოლიტიკა

ისრაელში ომს წარმოშობით ქარ­თვე­ლი ორი სა­მარ­თალ­და­მცველი შეეწირა – სულ დაღუპულია 57 ჯარისკაცი და პოლიციის 34 ოფიცერი

ისრაელის თავდაცვის ძალებმა კვირას ღაზის სექტორის საზღვარზე გასული დღის განმავლობაში ჰამასის ტერორისტებთან ბრძოლის დროს დაღუპული 57 ჯარისკაცის და პოლიციის 34 ოფიცრის ვინაობა ­გამოაქვეყნა.  

მათ შორისაა ის­რა­ელ­ში ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის პო­ლი­ცი­ის ოფი­ცე­რი იცხაკ ბუ­ზუ­კაშ­ვი­ლი.  

იცხაკ ბუ­ზუ­კაშ­ვი­ლი სე­გევ შა­ლო­მის სად­გუ­რის მე­თა­უ­რი იყო.

სოციალური ქსელის მომხმარებელი შოთა კოკიაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე ჰამასის მებრძოლებთან შეტაკების დროს დაღუპული პოლიციის ოფიცრის შესახებ წერს:

„ეს არის გმირი ქართველი ებრაელი პოლიციის ოფიცერი

ისაკ  ბუზუკაშვილი

რომელიც გმირულად დაეცა ხამასის ჯიაზისტების  წინააღმდეგ ბრძოლაში

ქართული სული უკვდავია“ – წერს კოკიაშვილი.

ის­რა­ელ­ში წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი კი­დევ ერთი სა­მარ­თალ­და­მცველი და­ი­ღუ­პა – პო­ლი­ცი­ის 26 წლის ოფიცერი აშ­დო­დი­დან აბ­რა­ამ ქუბელაშვილი.

ინფორმაცია ორი ქართველი ებრაელის დაღუპვის შესახებ საქართველოს ელჩმაც დაადასტურა: „დღეისათვის (8 ოქტომბერი – რედ.) ორი ქართველი ებრაელია გარდაცვლილი. ჩვენი ნაწილია ესეც – ბუზუდაშვილი, პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გმირულად ასრულებდა თავის მოვალეობას და არის კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, ავი აბრაამ ქუბელაშვილი, რომელიც აქ შეტაკებების დროს გარდაიცვალა. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი ძმების და დების ამ საშინელ ტრაგედიას და ტკივილს და მათთან ერთად ვართ ამ გასაჭირისა და ომის დროს“.

ისრაელის არმიამ ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორთან მდებარე ყველა დასახლებულ პუნქტზე აღადგინა კონტროლი. ამის შესახებ 9 ოქტომბერს, დღისით ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ამჟამად ისრაელის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, თუმცა მთავრობის განცხადებით, შესაძლოა რჩებოდნენ ცალკეული ტერორისტები.

7 ოქტომბერს, დილიდან პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა ჰამასმა ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო შეტევა დაიწყო, ათასობით რაკეტა გაუშვეს (ჰამასის განცხადებით – 5000), პარალელურად ტერორისტული ორგანიზაციის ბოევიკები ხმელეთიდან შეიჭრნენ ღაზის სექტორის მოსაზღვრე ისრაელის რაიონებში. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა საომარი მდგომარეობა. დაიხურა ყველა სკოლა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

ჰამასმა დღეს განაცხადა, რომ ოპერაცია „ალ აქსას წარღვნის“ მოწყობაში ირანი დაეხმარა.

ორივე მხრიდან დაღუპულთა რაოდენობა 1000-ს აჭარბებს (ისრაელის მხრიდან 2 დღეში 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ღაზის სექტორში კი – 436, მათ შორის, 80-ზე მეტი ბავშვი), დაჭრილთა რაოდენობა კი  ორივე მხრიდან 4600-მდეა (შესაბამისად, 2315 და 2271. ათეულობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ისრაელის არმია საავიაციო და საარტილერიო შეტევას განაგრძობს ღაზის სექტორზე.

ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირებაში ამჟამინდელი ესკალაცია ყველაზე მასშტაბურია. ისრაელსა და პალესტინელებს შორის მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან გრძელდება კონფლიქტი იმ ტერიტორიების სუვერენიტეტთან დაკავშირებით, რომლებიც თავის დროზე პალესტინის ისტორიული ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close