ვიდეოქართველები უცხოეთშიხელოვნება
ნინი ბრეგვაძემ ამერიკულ The Voice-ში „ბრმა“ მოსმენისას ნამდვილი ფურორი მოახდინა
ქართველ მომღერალს სიმღერის დაწყებიდან მალევე ჟიურის 4-ვე წევრი შემოუტრიალდა
აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა ნინი ბრეგვაძემ ამერიკულ მუსიკალურ შოუ The Voice-ში ბრმა მოსმენისას ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა. ამის შესახებ მომღერალი თავად წერს სოციალურ ქსელში.
ნინიმ შეასრულა Everybody Loves An Outlaw-ის კომპოზიცია “I See Red“.
ქართველმა მომღერალმა პირველივე აკორდების აღებისთანავე ჟიურის წევრები მოხიბლა და მალევე ნინის ოთხივე წევრი შემოუტრიალდა აღფრთოვანებული მაყურებლის აპლოდისმენტების ფონზე.
ჟიურის 4-ვე წევრმა – ჯონ ლეჯენდმა, ნაილ ჰორანმა, გვენ სტეფანმა და რიბა მაკენტაირმა – ნინის გამოსვლა უმაღლეს დონეზე შეაფასა.
ვინ აირჩია მწვრთნელად ნინიმ, ამის გასაგებად, როგორც თავად მომღერალი წერს, უნდა უყუროთ შოუს ორშაბათს NBC-ზე.
ჩვენი ინფორმაციით კი ნინიმ მწვრთნელად ნაილ ჰორანი (Niall James Horan) აირჩია.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები