ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 2-8 ოქტომბერი
2023 წლის 2 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდი გრძელდება. კვირა საკმაოდ რუტინულად დაიწყება და ამ დღეებში მნიშვნელოვანი მოვლენების დაგეგმვა არ ღირს, რადგან სერიოზული მიღწევებისთვის საკმარისი ძალა არ ჩანს. უმჯობესია დაასრულოთ ის საქმეები, რომლებიც უკვე გაქვთ დღის წესრიგში. პარასკევს სასიცოცხლო ენერგია აქტიურდება. შაბათ-კვირა აქტიურად ჩაივლის.
ამ კვირაში ბევრი თქვენგანი კარგ განწყობაზე იქნება. შეძლებთ სწორად შეაფასოთ თქვენი პოტენციალი და შესაძლებლობები, საკუთარ თავში დარწმუნებულები გაუმკლავდეთ ნებისმიერ გამოწვევას, თუმცა დაგჭირდებათ თავშეკავება და სიცხადე სიტყვებში, საქმეებსა და გეგმებში. თქვენი ბრძოლისუნარიანობა სხვადასხვა პრობლემის გადალახვაში საკმაოდ გააძლიერებს თქვენს პოზიციას პროფესიულ სფეროში. პარასკევი ხელსაყრელი დღეა რაიმე ახალი საქმის დასაწყებად. ვინც დაბნეულია და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება, წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეს. ამ კვირაში შეძლებთ თქვენდა უნებურად მოაგვაროთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პირადი საკითხი. შაბათ-კვირას შეეცადეთ, არ გადაიტვირთოთ საოჯახო საქმეებით, კარგად დაისვენეთ, რადგან მომავალ კვირაში დიდი ენერგია დაგჭირდებათ.
სასიკეთო დღეები: 3, 6.
არასასიკეთო დღე: 2.
კურო
დიდი ალბათობაა, რომ ამ კვირის დასაწყისში გაღიზიანდეთ მოსაწყენი რუტინის, მცირე წარუმატებლობისა და მოვლენების ერთფეროვანი მიმდინარეობის გამო, თუმცა ძალიან მალე განწყობა გაგიუმჯობესდებათ, რადგან ზოგიერთი პრობლემა, რომელიც გაწუხებთ, დადებითად მოგვარდება და ცხოვრებას ახალი, უფრო პოზიტიური მიმართულებით გააგრძელებთ. უფრო თანმიმდევრული და პუნქტუალური უნდა იყოთ და ბევრ თქვენგანს შესაძლებლობა ექნება სახელი გაითქვას პროფესიულ სფეროში. ნუ გააკეთებთ საქმეს, რომელიც თქვენს მოვალეობაში არ შედის. მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს და მეგობრებს. კვირის ბოლოს მოემზადეთ სიურპრიზისთვის, რომელიც ფრიად გაგახარებთ.
სასიკეთო დღეები: 6, 7.
არასასიკეთო დღე: 2.
ტყუპი
მიუხედავად რიგ ვარსკვლავთა უარყოფითი გავლენისა, თქვენი ძალისხმევა სხვადასხვა პრობლემის მოგვარებისას ამ კვირაში წარმატებული იქნება. მაძიებელი გონება საშუალებას მოგცემთ, ერთი შეხედვით უიმედო სიტუაციებიდან გამოსავალი იპოვოთ და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. ასევე, შეგიძლიათ იპოვოთ ნამდვილი თანამოაზრეები თქვენს პარტნიორებში. მაშინაც კი, თუ უთანხმოება წარმოიქმნება, თქვენი ინტელექტით დადებითად ზემოქმედებთ ირგვლივ მყოფებზე და შეგიძლიათ დაარწმუნოთ ისინი, რომ მართალი ხართ. პირად ცხოვრებაში შესაძლოა ახალმოსახლეობა, ქორწილი ან მატება ოჯახში. მთლიანობაში ჰარმონიული და წარმატებული პერიოდი გაქვთ.
სასიკეთო დღეები: 5, 7.
არასასიკეთო დღე: 4.
ეს კვირა თქვენთვის საკმაოდ პოზიტიური იქნება. საშუალება გექნებათ, გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში, რაც კიდევ უფრო თბილს გახდის ურთიერთობას საყვარელ ადამიანებთან, კოლეგებთან კი – მეგობრულს. ისინიც კი, ვისაც გარშემო მყოფებთან რთული ურთიერთობა აქვთ, საბოლოოდ მოაგვარებენ ნებისმიერ პრობლემას და ამ ურთიერთობების სიტკბოს იგრძნობენ. პირად ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები საშუალებას მოგცემთ, გათავისუფლდეთ მოჩვენებითი იდეებისა და შორს წასული იდეალებისგან. გაიღიმეთ უფრო ხშირად, გამოიყენეთ მსუბუქი, ხალისიანი ფერები თქვენს ტანსაცმელში, რაც განწყობას საგრძნობლად აგიმაღლებთ. შეეცადეთ კვირის მეორე ნახევარში ყველაზე აქტუალურის გარდა სხვა საქმეებით თავი არ დაიტვირთოთ.
სასიკეთო დღეები: 2, 8.
არასასიკეთო დღე: 5.
ახლა საკმაოდ ხელსაყრელ პირობებში ხართ, თუმცა შესაძლოა თავად ვერ გრძნობთ ამას. გრძელდება საქმიანი და შემოქმედებითი აქტივობის პერიოდი, რაც საშუალებას გაძლევთ, გამოავლინოთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი და განახორციელოთ დიდი ხნის დაგეგმილი საქმეები. ერთადერთი, რასაც უნდა გაუძლოთ, ამ ძალიან გაზრდილი აქტივობით გამოწვეული დაღლილობაა. შეეცადეთ, რაციონალურად დახარჯოთ თქვენი ენერგია, მოერიდეთ გადატვირთვას. უცილებელია მცირე ხნით მაინც დაისვენოთ. შაბათ-კვირა, ზოგადად, კარგი პერიოდია დასვენებისა და არც ისე შორ მანძილზე მოგზაურობისთვის, არასაჭირო შეხვედრებს მოერიდეთ.
სასიკეთო დღეები: 3, 7.
არასასიკეთო დღე: 6.
შეეცადეთ, ამ კვირაში თქვენი დრო ისე გაანაწილოთ, რომ არა მხოლოდ ნაყოფიერად იმუშაოთ, არამედ სათანადოდაც დაისვენოთ. სწრაფად მოაგვარეთ საქმიანი საკითხები, დიდხანს ნუ იფიქრებთ და იყოყმანებთ. ხუთშაბათი შეიძლება სავსე იყოს გაუგებრობებით, მაგრამ მალე ყველაფერი მოგვარდება და თქვენი შრომა დამსახურებულ შეფასებას მიიღებს, რაც ახალ და მიმზიდველ კარიერულ პერსპექტივას გპირდებათ. პარასკევს საქმიანი მოლაპარაკებები შეიძლება ძალიან ნაყოფიერი იყოს. ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენი ინტელექტი და პრაქტიკულობა საბოლოოდ იქნება აღიარებული. შეეცადეთ შაბათ-კვირა საყვარელ ადამიანებთან ერთად, მშვიდ გარემოში გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 2, 5.
არასასიკეთო დღე: 7.
ვარსკვლავების გავლენის წყალობით, ამ კვირაში გაძლიერდება თქვენი ბუნებრივი შესაძლებლობები, ინტელექტუალურად უფრო ძლიერად იგრძნობთ თავს და შეძლებთ, დიპლომატიურად გაუმკლავდეთ ყველა შესაძლო პრობლემას. შეეცადეთ, ხელმძღვანელების ნდობა მოიპოვოთ და ახალი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ, დაამტკიცოთ თქვენი საიმედოობა. მოსალოდნელია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ახალი რომანტიკული ნაცნობობა. პარასკევი კარგი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინებისთვის. კვირის ბოლოს მაინც არ დაივიწყოთ დაგროვილი საოჯახო საქმეები. შეიძლება უთანხმოება თქვენს მეორე ნახევართან გქონდეთ, თუმცა მარტივად შეძლებთ პრობლემის მოგვარებას, თუ ყველაფერს იუმორით შეხედავთ და თავად არ გაამწვავებთ კონფლიქტს.
სასიკეთო დღეები: 3, 8.
არასასიკეთო დღე: 2.
მორიელი
ეს კვირა ხელსაყრელი პერიოდია იმისთვის, რომ საკუთარ თავში გქონდეთ და იფიქროთ იმაზე, რაც გჭირდებათ, რაც გაბედნიერებთ და შთაგაგონებთ. ეს არის ის, რისთვისაც უნდა იბრძოლოთ! და დიდი ხნის ნანატრ ბედნიერებას იპოვით. ბევრი თქვენგანი გახდება უფრო მგრძნობიარე, უფრო ღრმად და კარგად გაიგებთ გარშემო მყოფების მდგომარეობას და უფრო სანდო გახდება თქვენი ურთიერთობა მათთან როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. ამ კვირაში უფრო პრიორიტეტული იქნება პირადი ცხოვრება. არჩევანი შეიძლება რთული იყოს, ამიტომ კარგად დაფიქრდით, მაგრამ საქმეს დიდხანს ნუ გააჭიანურებთ, – დროა ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ. სამსახურში აღიარება, პატივისცემა და მნიშვნელოვანი ფინანსური მოგება გელით.
სასიკეთო დღეები: 4, 8.
არასასიკეთო დღე: 3.
მშვილდოსანი
ამ კვირაში ქვეცნობიერად მზად ხართ ბრძოლისა და რადიკალური ცვლილებებისთვის ცხოვრებაში. უბრალოდ, უფრო მშვიდად იმოქმედეთ, იყავით უფრო კეთილი, შეცვალეთ თქვენი რისხვა მოწყალებით, ეს უფრო ადვილი იქნება თქვენთვის და გარშემო მყოფებისთვის. თქვენი თავაზიანობისა და კეთილშობილების წყალობით, შეიძლება მოულოდნელად დაგაწინაურონ ან ბედის სხვა, მაგრამ არანაკლებ სასიამოვნო საჩუქარი მიიღოთ. თქვენს სოციალურ წრეში, საკუთარი ქარიზმის წყალობით, ავტორიტეტით ისარგებლებთ. შაბათ-კვირამ შესაძლოა შეგახსენოთ თქვენი პასუხისმგებლობა საყვარელი ადამიანების წინაშე.
სასიკეთო დღეები: 2, 5.
არასასიკეთო დღე: 8.
ამ კვირაში, ვარსკვლავების გავლენის გამო, დიდი ალბათობით, თქვენი გეგმების რაც შეიძლება სწრაფად განხორციელების საჭიროებას იგრძნობთ. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას ცხოვრების გამარტივებისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი გიკარნახებთ. დაბრკოლებების გადალახვა მოგიწევთ, მაგრამ შრომისმოყვარეობის წყალობით, თქვენი ძალისხმევა მალე დადებით შედეგს გამოიღებს და შვებას იგრძნობთ. გაუმჯობესდება თქვენსა და თქვენს ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს შორის ურთიერთგაგება და ურთიერთობაც კიდევ უფრო თბილი გახდება. კვირას გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა დასვენებისა და განტვირთვისთვის.
სასიკეთო დღეები: 4, 7.
არასასიკეთო დღე: 6.
ამ კვირაში შეეცადეთ, გააანალიზოთ სიტუაცია და გაიგოთ ირგვლივ მყოფების საიდუმლო გეგმები. მოაწესრიგეთ ყველაფერი, როგორც შეგიძლიათ, თქვენი აზრების ჩათვლით. ეს დაგეხმარებათ, ნათელი მოჰფინოთ მომხდარის ნამდვილ მიზეზებს. ნუ ჩავარდებით ავანტიურისტთა ხაფანგში მათი საინტერესო პროექტებით – ისინი არაფერს მოგიტანთ, გარდა იმედგაცრუებისა. თუ ბევრს არ ილაპარაკებთ, ხუთშაბათიდან სიტუაცია შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს. კვირის მეორე ნახევარში ახალი ბიზნეს პარტნიორები და მოკავშირეები მოძებნეთ. შაბათ-კვირას შეეცდაეთ, თავიდან აიცილოთ კონფლიქტი სახლში.
სასიკეთო დღეები: 2, 3.
არასასიკეთო დღე: 7.
ამ კვირიდან ბევრი თქვენგანი შეამჩნევს გრძელვადიან გაუმჯობესებას ცხოვრების ყველა სფეროში. განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. მაგრამ ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს, თუ მათში დარწმუნებული არ ხართ! კარგი იქნება, თუ ოთხშაბათს საკუთარ თავზე იფიქრებთ და არა ირგვლივ მყოფების საქმეებზე. ხუთშაბათი კარგი დღეა სამუშაო ოთახის დასუფთავებისა და საბუთების გადახედვისთვის. შაბათ-კვირა შეიძლება ძალზე მნიშვნელოვანი, საბედისწეროც კი იყოს მარტოხელა თევზებისთვის.
სასიკეთო დღეები: 4, 5.
არასასიკეთო დღე: 2.
თამთა გურული
კომენტარები