ამინდის პროგნოზი: 2-3 ოქტომბერს საქართველოში ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი – სად გაავდრდება ყველაზე ძლიერ
ამინდის მოკლევადიანი პროგნოზის თანახმად, 2 ოქტომბერს, ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო დღისით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში ისევ წვიმა იქნება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე ძალიან ძლიერ წვიმას ელოდებიან, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
კომენტარები