ვიდეომსოფლიოამინდი

ნიუ-იორკში წყალდიდობის შედეგად დატბორილია ქუჩები, მოძრაობა შეჩერდა მეტროს ოთხ ხაზზე, შეფერხებით სრულდება ავიარეისები, ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მედიის ინფორმაციით, ნიუ-იორკში წყალდიდობის შედეგად დატბორილია გზატკეცილები და ქუჩები, ნიუ-იორკის ცნობილი პარკის ნაწილიც. განსაკუთრებით რთული ვითარებაა მანჰეტენში, ბრუკლინსა და ქუინსში. წყალდიდობის გამო დახურულია ლაგუარდიას აეროპორტის ერთ-ერთი ტერმინალი. შეფერხებით სრულდება ავიარეისები კენედისა და ნიუარკის საერთაშორისო აეროპორტებშიც. მეტროპოლიტენის ოთხ ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეჩერდა, კიდევ 12 ხაზზე მგზავრთა გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია.

საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებმა დატბორილი სარდაფებიდან ექვსი ადამიანი ამოიყვანეს. მსხვერპლის ან დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

წყალდიდობის გამო ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა და მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა. საგანგებო სამსახურები ნიუ -იორკის მცხოვრებლებს მოუწოდებენ, მანქანით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და ხიფათს მოერიდონ.

როგორც მედია წერს, ნიუ-იორკში ერთ კვირაზე მეტია, გადაუღებლად წვიმს. სინოპტიკოსების ცნობით, მსგავსი რაოდენობის ნალექი ნიუ-იორკში 1882 წლის შემდეგ არ მოსულა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close