როგორი ამინდი იქნება საქართველოში დღეს და ხვალ – 26-27 სექტემბერს
26-27 სექტემბერს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსს გადააჭარბებს – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
დედაქალაქ თბილისში 26-27 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25-27 გრადუსს მიაღწევს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 26-27 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი დღისით 27- 29 გრადუსამდე გათბება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) სინოპტიკოსები 26-27 სექტემბერს თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 26-27 სექტემბერს ასევე თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერი დღისით +26-28 გრადუსამდე გათბება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 26-27 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 26-27 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსს მიაღწევს. გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 25-26 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლოა სეტყვაც მოვიდეს, ხოლო 27 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 25-26 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს, ხოლო 27 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსს მიაღწევს.
კომენტარები